``კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის ვებ-გვერდზე.``

— ვახტანგ ყიფიანი, ასოციაციის პრეზიდენტი

ამ საიტის შექმნის საფუძველია ერთის მხრივ გააცნოს ანგიოლოგებს და სისხლძარღვთა ქირურგებს ასოციაციის მუშაობა, მიმდინარე კონფერენციები, სხვადასხვა სახის სამუშაო შეხვედრები, გაიდლაინები, რომელიც მოწიდებულია ამ დარგის ევროპული და ჩრდილოეთ ამერიკის ასოციაციების მიერ და მეორეს მხრივ შესაძლებლობა მიეცეს ყველა მსურველს გაეცნოს ამ დარგის მიღწევებს  ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში.

21-maisis-yriloba

GAAVS - ისტორია

საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაცია ჩამოყალიბდა 1998 წელს და თავის რიგებში გააერთიანა ჩვენს ქვეყანაში ამ დარგში მოღვაწე ყველა სპეციალისტი.

GAAVS-ის პრეზიდენტები:

ასოციაციის პირველი პრეზიდენტი 1998-2001 წლებში იყო პროფესორი გიორგი ნაცვლიშვილი.

შემდგომ წლებში ასოციაციის პრეზიდენტები იყვნენ:

ასოციაციის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს:

საქართველოში ანგიოლოგიისა და სისხლძართვთა ქირურგიის დარგებში სამედიცინო მეცნიერების და პრაქტიკული მიღწევების დანერგვა და განვითარება; განათლების მიღება და სპეცილისტთა დახელოვნება; ხელის შეწყობა გამოკვლევების ჩატარება სისხლძართვოვანი ფიზიოლოგიის, პათოლოგიის, ბიოლოგიის, დაავადებათა მკურნალობის სფეროში და მიღებული შედეგების გავრცლება.

სისხლძარღვოვანი დაავადებების კლასიფიკაციის და ნომენკლატურის, აგრეთვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ძირითადი მეთოდების სტანდარტიზაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ქვეყანაში სისხლძართვოვანი დაავადებების ერთიანი სტატისტიკის შესაქმნელად. ქართული ანგიოლოგიური ტერმინოლოგიის დამუშავება და დახვეწა.

სამეცნიერო და პრაქტიკული შეხვედრების სხდომების, ლექციების, სემინარების, კონფრენციების და ყრილობების ჩატარება.

სამეცნიერო და პრაქტიკული, აგრეთვე ორგანიზაციული ურთერთობების განვითარება საქართველოს სამედიცინო და საზღვარგარეთის ანგიოლოგიისა და სისხლძართვთა ქირურგიის სათავო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან.

ასოციაციის წევრები