ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები

ზოგადი ინფორმაცია

ვებგვერდი წარმოადგენს საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის ( ს/კ 202061687) საკუთრებას. ასოციაციის გამგეობა თავად არეგულირებს ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს

ვებგვერდზე სტუმრობით, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის / მომსახურების გამოყენებით, ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების დაფიქსირებით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს.

წინამდებარე წესები და პირობები შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს კომპანიის მიერ, გარკვეული პერიოდულობით. აღნიშნული ცვლილებები ან/და განახლებული წესები და პირობები დაფიქსირდება მოცემულ ვებგვერდზე.

შეგროვებული ინფორმაცია

წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების პროცესში, ჩვენი მომხმარებლების შესახებ შესაძლოა შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, დაინტერესების სფერო, საქმიანობის სფერო ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ემსახურება თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას ან/და მომსახურების გაწევას.

ინფორმაციის გამოყენების მიზანი

ჩვენი მომხმარებლების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებისთვის:

  • თქვენთან ურთიერთობისთვის;
  • თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ან/და თქვენთან თანამშრომლობის დამყარების მიზნით;
  • ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების, ჩვენი კომპანიის შესახებ ცნობადობის გაზრდის, მარკეტინგული აქტივობების და ზოგადად, ჩვენი ბიზნეს საქმიანობის განვითარების მიზნით;
  • ჩვენი მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ მომხმარებლების / პოტენციური მომხმარებლების მოსაზრების, რჩევებისა და რეკომენდაციების მიღებისა და დამუშავების მიზნით;
  • ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად, აქციებისა და შეთავაზებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების მიზნებისთვის;
    მომხმარებელთა პრეტენზიებსა და საჩივრებზე რეაგირების მიზნით;
  • ნებისმიერი სხვა ლეგიტიმური მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება

კომპანიის მიერ მომხმარებლებისგან შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. კერძოდ:

  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
  • რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • რა არის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

რეგისტრაციაზე გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.