მთავარი Main

საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღთა ქირურგების ასოციაცია ჩამოყალიბდა 1998 წელს და თავის რიგებში გააერთიანა ჩვენს ქვეყანაში ამ დარგში მოღვაწე ყველა სპეციალისტი. 

მისი საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს:

საქართველოში ანგიოლოგიისა და სისხლძართვთა ქირურგიის დარგებში სამედიცინო მეცნიერების და პრაქტიკული მიღწევების დანერგვა და განვითარება; განათლების მიღება და სპეცილისტთა სახელოვნება; ხელის შეწყობა გამოკვლევების ჩატარება სისხლძართვოვანი ფიზიოლოგიის, პათოლოგიის, ბიოლოგიის, დაავადებათა მკურნალობის სფეროში და მიღებული შედეგების გავრცლება;

სისხლძარღვოვანი დაავადებების კლასიფიკაციის და ნომენკლატურის, აგრეთვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ძირითადი მეთოდების სტანდარტიზაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ქვეყანაში სისხლძართვოვანი დაავადებების ერთიანი სტატისტიკის შესაქმნელად. ქართული ანგიოლოგიური ტერმინოლოგიის დამუშავება და დახვეწა;

სამეცნიერო და პრაქტიკული შეხვედრების სხდომების, ლექციების, სემინარების, კონფრენციების და ყრილობების ჩატარება;

სამეცნიერო და პრაქტიკული, აგრეთვე ორგანიზაციული ურთერთობების განვითარება საქართველოს სამედიცინო და საზღვარგარეთის ანგიოლოგიისა და სისხლძართვთა ქირურგიის სათავო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან.

ასოციაციის პირველი პრეზიდენტი 1998-2001 წლებში იყო პროფესორი გიორგი ნაცვლიშვილი.

შემდგომ წლებში ასოციაციის პრეზიდენტები იყვნენ:

2001-2006 წწ - პროფესორი კონსტანტინე ყიფიანი.

2006-2007 წწ - პროფესორი გიორგი აბზიანიძე

2007-2011 წწ - პროფესორი ნუგზარ ფარღალავა

2011-2015 წწ - პროფესორი მამუკა ბოკუჩავა

ამჟამად ასოციაციის პრეზიდენტია პროფესორი ზაზა ლაზარიშვილი