UIP (International Union of Phlebology – UIP) 2023

UIP (International Union of Phlebology – UIP) 2023

2023 წლის 20 სექტემბერს ქ. მაიამიში UIP (International Union of Phlebology – UIP) 2023 მსოფლიო კონგრესზე, გენერალური ასამბლეაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად თბილისი გახდა 2027 წლის ფლებოლოგთა მსოფლიო კავშირის მსოფლიო კონგრესის ჩატარების მასპინძელი ქალაქი.

ეს არის უდიდესი მოვლენა საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის, ვინაიდან ყრილობის მიმდინარეობის პერიოდში ქვეყანა მასპინძლობს 2000-2500 დელეგატს მსოფლიოს 81 ქვეყნიდან. ამასთანავე, ვინაიდან ფლებოლოგია მედიცინის მულტიდისციპლინური დარგია, მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობების ექიმები (სისხლძარღვთა სპეციალისტები, რადიოლოგები, კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ნევროლოგები, გინეკოლოგები და ა.შ.).