ვენების დუპლექსსონოგრაფიული კვლევის ლექცია-სემინარი.

12 ნოემბერი 2022

ვენების დუპლექსსონოგრაფიული კვლევის ლექცია-სემინარი.

სემინარს ჩაატარებს მოწვეული სისხლხლძარღვთა  სპეციალისტი,

Niki Georgiou Registered Vascular Specialist.

Self-employed – European University Cyprus.

12 ნოემბერს 2022 წ. თოდუას კლინიკაში გაიმართება ვენების დუპლექსსონოგრაფიური კვლევის ლექცია-სემინარი. სემინარს ჩაატარებს მოწვეული სისხლხლძარღვთა სპეციალისტი, დამოუკიდებელი ექსპერტი Niki Georgiou.

ლექცია-სემინარის მიზანია კვლევის პროტოკოლების დემონსტრირება, სხვადასხვა ხრიკების და პრაქტიკული რჩევების გაზიარება, რომელსაც ვიყენებთ მწვავე და ქრონიკული ვენური დაავადების სადიაგნოსტიკოდ. ხაზგასმული იქნება პაციენტის პოზიციონირობის მნიშვნელობა, შესაბამისი გადამწოდის გამოყენება, ვიზუალიზაციის პრინციპები და გამოსახულების ოპტიმიზაცია.

დასაწყისი 13:00

მისამართი თევდორე მღვდლის ქ. 13. თოდუას კლინიკა. ცენტრალური შესასვლელი, პირველი ბლოკი, მე-2-ე სართული, საკონფერენციო დარბაზი.

12:30-13:00 რეგისტრაცია

13:00 სემინარის გახსნა – ასოციაციის ფუნციონალური დიაგნოსტიკური ჯგუფის მიერ დამუშავებული საერთაშორისო დოკუმენტების ქართული ვერსიების წარდგენა

  1. ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური დაავადების დუპლექსსონოგრაფიული კლვევის მეთოდოლოგიაUIP კონსენსუს დოკუმენტი. ნაწილი I.
  2. ვენების დუპლექსსონოგრაფიული კვლევა ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადების დროს.- UIP კონსენსუს დოკუმენტი. ნაწილი II- ანატომია.
  3. ქვემო კიდურების ღრმა ვენური თრომბოზის დუპლექქსონოგრაფიული კვლევა. რადიოლოგთა საზოგადიების კონსენსუს კონფერენციის მულტიდისციპლინარული რეკომენდაციები.
  4. მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი – UIP კონსენსუს დოკუმენტი 

საქარველის ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქურურგების ასოციაციის პრეზიდენტი

თამარ აბზიანიძე 

14:00 –  პრაქტიკული ნაწილი – პაციენტების გასინჯვა

Niki Georgiou  Registered Vascular Specialist

  1. ვენების და მიმდებარე ქსოვილების ულტრაბგერითი ანატომიის იდენტიფიცირება.
  2. მწვავე და ქრონიკული ვენური დაავადების დიაგნოსტიკის ულტრასონოგრაფიული კრიტერიუმების ამოცნობა.

მუცლის და მენჯის ვენების გამოკვლევა

  1. ძირითადი ღრმა ვენების იდენტიფიცირება დიაფრაგმიდან საზარდულის იოგამდე.
  2. ვენებზე კომპრესიული სინდრომის აღმოჩენა, როგორიცაა მაკნატუნას და თეძოს ვენის კომპრესიის სინდრომები.
  3. საკვერცხის და თეძოს შიგნითა ვენების იდენტიფიცირება და ტესტირების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება რეფლუქსის შესაფასებლად.

ქვედა კიდური ზედაპირული ვენური უკმარისობით

  1. რეფლუქსის გამოვლენა დიდ საჩინო ვენასა და მის შენაკადებში.
  2. რეფლუქსის გამოვლენა მცირე საჩინო ვენასა და მის შენაკადებში.
  3. კომუნიკანტური ვენები დიდ და მცირე საჩინო ვენებს შორის,  რა განაპირობებს პერფორატორის პათოლოგიას ძირითადი პერფორანტული ვენის უბნებში.

ღრმა ვენების  ობსტრუქცია

  1. თეძოს ვენების ობსტრუქციის იდენტიფიცირება გადატანილი ღრმა ვენური თრომბოზის შემდგომ.
  2. პოსტთრომბოზული დაზიანებების იდენტიფიცირება ღრმა ვენებში საზარდულის იოგის ქვემოთ.
  3. ღრმა ვენური ობსტრუქციის შემთხვევაში ვენური კოლატერალური გზების შეფასება.

Niki Georgiou is a registered nurse (BScN) and has evolved in the field of Vascular Ultrasound. She was trained under the wing of Professor Andrew Nicolaides and at Charing Cross Hospital in London. She has acquired a Fulbright scholarship to further her knowledge at Stony Brook University in Long Island, New York, especially in renal artery stenosis. She is currently working in Cyprus as a freelance vascular ultrasonographer in the diagnosis of vascular disease. She is a fully accredited Registered Vascular Specialist (RVS) through Cardiovascular Credentialing International. She has numerous scientific publications and international awards for her work in cardiovascular research and for the past 7 years has been trainer at the European Venous Forum Hands on Workshop in venous ultrasound to healthcare professionals from all over the world.