რა არის ათეროსკლეროზი?

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება. ის სისხლძარღვთა კედლებში ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენით ხასიათდება. მათი წარმოქმნა ცხიმის დაგროვებისა და შემაერთებელი ქსოვილის გამრავლების შედეგია. ფოლაქები უპირატესად მსხვილ სისხლძარღვებში წარმოიქმნება, იწვევს სისხლძარღვის შევიწროებასა და დეფორმაციას, რაც ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების დაქვეითების და ამის გამო მათი იშემიის შედეგია.

რისკ-ფაქტორები

ათეროსკლეროზი განსაკუთრებით სარისკოა მამაკაცებში 50 წლიდან და ქალებში 60 წელს ზემოთ. რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს, რომლებსაც ათეროსკლეროზის გამოწვევა შეუძლიათ ძალიან ბევრია, მათ შორის დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს. რისკ-ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება: ასაკი, სქესი, სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება.

ასევე ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს: ფიზიკური აქტივობების ნაკლებობას, ფსიქოემოციურ დაძაბულობას, ნერვულ ტრავმებს, ცხოვრების გადატვირთულ რიტმს და ა.შ.

ათეროსკლეროზი

გამოვლინებები

ათეროსკლეროზის გამოვლინება კლინიკურად სხვადასხვანაირი სახით გვხვდება. რადგანაც ათეროსკლეროზი აზიანებს მთავარ არტერიებს, შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის, ტვინის, თირკმლის, ქვედა კიდურების არტერიების შევიწროებით გამოწვეულმა სიმპტომები. გამოვლინებებია:

გულის იშემიური დაავადება, რომელიც ვლინდება გულის არეში ტკივილის გამოვლინებით.

სისხლის მიმოქცევის მოშლა, რამაც შესაძლოა ინსულტი გამოიწვიოს.

სიარულისას კიდურების ტკივილი, კოჭლობა. რთულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს განგრენა. მამაკაცებში შეიძლება გამოვლინდეს ერექციის დისფუნქციით.

ათეროსკლეროზის პრევენცია:

ფიზიკური აქტივობა

აუცილებელია რეგულარული ფიზიკური აქტივობა. ვარჯიშები აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით უნდა შესრულდეს.

ჭარბი წონის მოშორება

ჭარბი წონის მოშორება.

კვების დარეგულირება

კვების დარეგულირება. აუცილებელია ვიტამინებითა და მცენარეული ცხიმით სავსე საკვები.

სისტემატიური მკურნალობა

სხვა მისი თანხმლები დაავადებების სისტემატიური მკურნალობა.

ათეროსკლეროზის მკურნალობა:

ათეროსკლეროზის მკურნალობა ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ქირურგიული ჩარევა გულისხმობს სისხლძარღვების გაფართოვებას, ათეროსკლეროზული ფოლაქების მოცილებას, დაზიანებული სისხლძარღვის ნაწილის მოშორება, სისხლის ნაკადებისთვის ახალი გზის შექმნა.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებას. ექიმთან გეგმიურ შემოწმებებსა და პროფილაქტიკურ გამოკვლევას.