
ასოციაციის XXII ყრილობა
“სასქა”-ს XXII ყრილობა გაიმართება 23.05.2026
აბსტრაქტის მიღების წესები
ავტორი(ები)
აბსტრაქტის წარდგენისას ავტომატურად ხდებით პრეზენტაციის ავტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში უთითებთ წარმდგენ პირს. თქვენ ან თქვენს მიერ განსაზღვრული პრეზენტაციის ავტორი იღებს ვალდებულებას, რომ წარმოდგენილი იქნება განსაზღვრულ თარიღსა და დროს.
თუ პრეზენტაციის ავტორს არ შეუძლია დასწრება, ცვლილება უნდა აისახოს ელექტრონული ფორმით არაუგვიანეს 2026 წლის 1 მაისისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ცვლილებები აღარ მიიღება.
წარდგენის საბოლოო ვადა
2026 წლის 15 აპრილი — 23:59
დაგვიანებული ან არასრული აბსტრაქტები არ მიიღება.
აბსტრაქტის ფორმატი
1
შესავალიწარმოაჩინეთ თემის მნიშვნელობა და კონტექსტი.
2
მეთოდებიაღწერეთ ექსპერიმენტული დიზაინი, გამოყენებული ტექნიკები და სტატისტიკური ანალიზი.
3
შედეგებიწარმოადგინეთ მიღებული მონაცემები ინტერპრეტაციის გარეშე.
4
დასკვნაჩამოაყალიბეთ დასკვნები, რომლებიც ემყარება შედეგებს, და წარმოაჩინეთ მათი მნიშვნელობა.
მოთხოვნები
ქართული ენა · Word ფორმატი
მაქს. 300 სიტყვა
მაქს. 2 ცხრილი ან ფიგურა
სურათი მაქს. 750px
ფაილი მაქს. 1 MB
ლიტერატურა დაშვებულია