ვენების კვირეული
მსოფლიო ვენის კვირეული
მსოფლიო ვენის კვირეული მეორე წელია მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და ჩვენი ქვეყანა ამ პროექტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, რადგანაც საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაცია ვენური კვირეულის მსოფლიო ფონდის ერთერთი თანადამფუძნებელია, ხოლო ასოციაციის წევრი, საქართველოს ფლებო-ლიმფოლოგიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პროფესორი ზაზა ლაზარაშვილი მსოფლიო ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრია. მსოფლიო ვენური კვირეულის მიზანს წარმოადგენს, აამაღლოს ვენურ/ლიმფური დაავადებების ცნობადობა როგორც მოსახლეობაში, ასევე მომიჯნავე სპეციალობების ექიმებში. ვენური კვირეულის ფარგლებში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სოციალური აქტივობა ხორციელდება: საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო შეხვედრები, საინფორმაციო მედია აქტივობები, საჯარო ლექცია, უფასო კონსულტაციები, ასევე წელს ამ კვირეულის ფარგლებში მოხდა ევროპის სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის 2021 წლის კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციების წარდგენა.
ვენური კვირეულის მხარდამჭერი კომპანიებია კომაპია ,,სერვიე,, და კომპანია “ბაიერი”