ვენების კვირეული 2023
მსოფლიო ვენის კვირეული
ვენური კვირეული მესამე წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და ჩვენი ქვეყანა ამ პროექტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, რადგან, საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაცია ვენური კვირეულის მსოფლიო ფონდის ერთერთი თანადამფუძნებელია, ხოლო ასოციაციის გამგეობის წევრი, საქართველოს ფლებო-ლიმფოლოგიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პროფესორი ზაზა ლაზარაშვილი მსოფლიო ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრია. მსოფლიო ვენური კვირეულის მიზანს წარმოადგენს, აამაღლოს ვენურ/ლიმფური დაავადებების ცნობადობა როგორც მოსახლეობაში, ასევე მომიჯნავე სპეციალობების ექიმებში. ვენური კვირეულის ფარგლებში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სოციალური აქტივობა გამხორციელდა, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო შეხვედრები, ონლაინ ვებინარი , საინფორმაციო მედია აქტივობები, შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის რგოლთან რეგიონში.
ვენური კვირეულის მხარდამჭერი კომპანია „სერვიე“