ვიდეო კონფერენცია

საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის შუამდგომლობით გაფორმდა ხელშეხრულება საქართველოს უნივერსიტეტსა და გერმანისის ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკას შორის, რომლის ფარგლებშიც არა ერთი ღონისძიება განხორციელდება, მათ შორის პირველი პროექტი დაგეგმილია 12 დეკემბერს. პროექტი განკუთვნილია სისხლძარღვთა ქირურგებისთვის, ანგიოლოგებისთვის და ნევროლოგებისთვის. ეს არის ონლაინ კონფერენცია.

თემა: ექსტრაკრიალური სისხლძარღვების ათეროსკელროზული დაავადების მკურნალობის ასპექტები

მოხდება ჩართვა ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის საოპერაციოდან და იქნება ჩვენება როგორც ღია ასევე ენდოვასკულური ოპერაციების საძილე არტერიებზე, განხილული იქნება უახლესი გაიდლაინები საძილე არტერიების ქიქურგიაში, განვავითარებთ დისკუსიებს როგორც ღია ასევე ენდოვასკულური ქირურგიის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებთან დაკავშირებით , მოხდება მათი მოკლე და გრძელვადიანი შედეგების შედარება, ასევე განიხილება კაროტიდული სტენოზის მქონე პაციენტების პოსტოპერაციული მკურნალობის ნევროლოგიური ასპექტები.