როდესაც პათოლოგია თან ახლავს სხვა დაავადებას
- აუტოიმუნური დაავადებები (სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა)
- ჰემატოლოგიური დაავადებები (კრიოგლობულინემია, პარანეოპლაზიური სინდრომი)
- ჰიპოთირეოიდიზმი
- ათეროსკლეროზი, ვასკულიტი, მაობლიტირებელი თრომბანგიიტი, გულმკერიდან გამოსვლის სინდრომი
- მაჯის გვირაბის სინდრომი
- მედიკამენტები (კოკაინი, ნიკოტინი, ინტერფერონი, ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი )
- აუტოიმუნური ჰეპატიტები
- შაქრიანი დიაბეტი
მეორადი რეინოს ფენომენი უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და გართულების სახით შეიძლება გავითარდეს თითებზე წყლულები, ნეკროზი.
დიაგნოზის დადასტურება და რეინოს ფენომენის ტიპის იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია მკურნალობის დაგეგმვაში. პირველადი რეინოს ფენომენი ხშირად არ საჭიროებს მკურნალობაში მედიკამენტების ჩართვას და ძირითადად ცხოვრების სტილის სწორად განსაზღვრა არის მნიშვნელოვანი (სიცივეში ყოფნისგან თავის არიდება, თბილი ხელთათმანების და წინდების ტარება,თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა), იმ შემთხვევაში თუ სიმპტომები აუარესებს ცხოვრების ხარისხის, განიხილება მედიკამენტოზური მკურნალობის საკითხი. მეორადი რეინოს შემთხვევაში მკურნალობა უფრო რთული და კომპლექსურია, უმნიშვნელოვანესია ძირითადი დაავადების მკურნალობა.