მაემბოლიზირებელი მიკრონაწილაკები – მაემბოლიზირებელი მიკრონაწილაკები გამოიყენება წვრილი არტერიებისა და პრეკაპილარული არტერიოლების შემთხვევაში, ძირითადად გამოსადეგია ღრმად მდებარე არტერიოვენური მალფორმაციიებისათვის.
მექანიკური ემბოლიზაცია – მექანიკური ოკლუზიის მიზნით გამოიყენება მაემბოლიზირებელი სპირალები და მოსახსნელი ბალონები, რომლებიც გამოდგება ნებისმიერი სისხლძარღვის შემთხვევაში. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათი მოთავსება ხერხდება ზუსტად იმ ადგილას, სადაც ოკლუზიაა საჭირო.
სკლეროთერაპიის დროს მასკლეროზირებელი ნივთიერებები მიკროპუნქციით შეჰყავთ ა-ვ პათოლოგიურ ქსელში, რაც იწვევს სისხლძარღვის ამომფენი ენდოთელიუმის გამკვრივებას. ისინი ნელა ავლენენ მაემბოლიზირებელ ზემოქმედებას თხევად საშუალებებთან შედარებით, ამიტომ მათი გამოყენება შეუძლებელია მსხვილი სისხლძარღვების ემბოლიზაციისათვის, ძლიერი სისხლმომარაგების დროს.