განცხადება

საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაცია

მოგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 10 ნოემბრის N01-45/ნ ბრძანების თანახმად, სისხლძარღვთა ქირურგებს განესაზღვრათ სპეციალიზაცია “ენდოვასკულური ქირურგია” სისხლძარღვთა ქირურგებს, რომლებსაც უნდა მიენიჭოს აღნიშნული სპეციალიზაცია, 07.12 2021 წელს ,, საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების,, ასოციაციის გამგეობის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად 01.03.2022 წ-მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია : 1.პირადობის ასლი; 2.სისხლძარღვთა ქირურგის სერტიფიკატის ასლი; 3.CV ქართულ ენაზე; 4. 2017-2021 წლებში შესრულებული ენდოვასკულური ჩარევების რაოდენობა (1პაციენტი- 1 ჩარევა) დამოწმებული კლინიკის ადმინისტრაციის მიერ, 5. განცხადება ასოციაციის სახელზე (იხ. ოქმი და განაცხადის ფორმა)

პატივისცემით
ასოციაციის პრეზიდენტი
თამარ აბზიანიძე
21/01/2022