მუცლის აორტის ანევრიზმა ეწოდება აორტის გაფართოებას თუ მისი დიამეტრი გაზრდიალია 1,5-ჯერ და მეტად. ყოველ 100000 პაციენტში ყოველწლიურად გვხვდება 36-40, ხოლო მსოფლიოში 200000 ახალი შემთხვევა. მუცლის აორტის ანევრიზმა სამწუხაროდ, პროგრესული დაავადებაა. ზომა იზრდება საშუალოდ 10% წელიწადში და ხშირად დაავადების სიმპტომების ერთადერთი გამოვლინება ანევრიზმის გასკდომაა. სქესთა თანაფარდობა შეადგენს მამაკაცი/ქალი 4/1. ოჯახური ანამნეზით დატვირთულ პირებში, განსაკუთრებით პირველი რიგის ნათესავის შემთხვევაში, 12-ჯერ მაღალია რისკი მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების. წლის განმავლობაში მუცლის აორტის ანევრიზმას უკავია მე -15 ადგილი გარდაცვალების მიზეზებს შორის, ხოლო პაციენტებში 60წლის ზემოთ მე -10 ადგილი.