კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი ვიზიტორების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენთვის გამჟღავნებული ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციის გამცემი პირის ერთპიროვნულ და ექსკლუზიურ საკუთრებას.

კომპანია უზრუნველყოფს თქვენს მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას თქვენს მიერ კომპანიისთვის ინფორმაციის მოწოდების დროს, მესამე პირების მხრიდან თქვენი მონაცემებთან არასანქცირებულ წვდომაზე.

კომპანიის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის ლოგოები, სავაჭრო ნიშან(ებ)ი და ყველა სხვა მასალა წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. დაუშვებელია წინამდებარე ვებგვერდის შინაარსის, ლოგოების, სავაჭრო ნიშნების და სვა მასალის მთლიანად ან ნაწილობრივ კოპირება, გამოყენება, გადაცემა ან შენახვა.

კომპანიის პასუხისმგებლობა

კომპანია პასუხისმგებელია მისი უშუალო ბრალით დამდგარ პირდაპირ და დადასტურებულ ზიანზე. კომპანიის პასუხისმგებლობა ნებისმიერი არაპირდაპირი ზიანისთვის და მიუღებელი შემოსავლისთვის პირდაპირ გამოირიცხება.

კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე / ზარალზე, რაც არ არის გამოწვეული კომპანიის უშუალო ბრალეული ქმედებით. მათ შორის, კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე და ზარალზე, რაც გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსების ზემოქმედებით, კიბერშეტევებით, ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზებით.

კომპანია არ იძლევა გარანტიას ვებგვერდის უწყვეტ და უსაფრთხო მუშაობასთან და წვდომასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი რისკები, გთხოვთ, მიიღოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები.

საკონტაქტო ინფორმაცია

კ. ჩაჩავას ქ. N1
თბილისი, საქართველო

+995 514 22 33 23

info@gaavs.org.ge