“საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის” წესდება.
თბილისი 1998 წ.
თბილისი 1998 წ.
1.1. საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია (შემდგომში ასოციაცია) არის საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, არასამთავრობო, სამედიცინო გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს “სამოქალაქო კოდექსის“ საქართველოს კანონის, მომქმედი კანონმდებლობის, ევროპის სამედიცინო სპეციალისტთა კომიტეტის (UEMS) სტანდარტებით და ნორმატივებით და ამ წესდების შესაბამისად.
1.2. ასოციაცია არის იურიდიული პირი მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან, ასოციაცია ფლობს განკერძოებულ ქონებას, უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს ხელშეკრულებები, იქონიოს უფლებები და იკისროს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ სასამართლოში. ასოციაციას აქვს შტამპი, ემბლემა, წევრობის სერტიფიკატი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ასოციაცია ხსნის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს (მათ შორის სავალუტოს), როგორც საქართველოს ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში.
1.3. ასოციაცია თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
1.4. ასოციაციის ოფიციალური ენა-ქართული, საერთაშორისო ურთიერთობისათვის სამუშაო ენა – ინგლისური, რუსული.
1.5. ასოციაციის ადგილსამყოფელი – საქართველო, ქ.თბილისი, 0159, კ.ჩაჩავას ქ.1. (პროფ.ნ.კახიანის სახ.საგხაო კლინიკური საავადმყოფო) ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი.
2.1.ასოციაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები:
2.1.1.ნაცვლიშვილი გიორგი, დაბ.02.09.1924, მცხ.თბილისი, გამსახურდიას პრ.11, ბ.1. მედ. მეცნ. დოქტ. პროფესორი, თბილისის სახ.სამედიცინო აკად. სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კათედრის პროფესორი.
2.1.2. ყიფიანი კონსტანტინე, დაბ.19.09.1945, მცხ.თბილისი, ბაქრაძის მე-2 შესახვ 5, მედ. მეცნ. დოქტ. ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი.
2.1.3. ფარღალავა ნუგზარი, დაბ.02.01.1949, მცხ.თბილისი, ბალანჩივაზის 22, ბ.7. მედ. მეცნ. დოქტ. ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტო¬რის მოადგილე.
2.1.4. მარკოიშვილი კალისტრატე, დაბ.15.08.1945, მცხ.თბილისი, ჭავჭავაძის 23, 21, ექიმი, სამედიცინო დიაგნოსტიკური გაერთიანება ლიგა, სისხლძარღვთა ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
2.1.5. აბზიანიძე გიორგი, დაბ.31.05.1951, მცხ.თბილისი, დ.აღმაშენებლის პრ. 111, მედ.მეცნ.დოქტ. პროფესორი სისხლძარღვთა განყოფილების ხელმძღვანელი.
2.1.6. თვალაძე მერაბი, დაბ.05.01.1941, მცხ.თბილისი, მცხეთის ქ. 8, თბილისის სახ.სამედიცინო აკად. სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კათედრის გამგე, დოცენტი, მედ.მეცნ.კანდ.
2.1.7. კვაჭაძე რომანი, დაბ.01.07.1941, მცხ.თბილისი, ვარკეთილი-3, I მკრ,I კვ. VIII თბილისის სახ.სამედიცინო აკად. სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კათედრის ასისტენტი, მედ.მეცნ.კანდ.
2.1.8. წიწუაშვილი გივი, დაბ.07.05.1937, მცხ.თბილისი, არაყიშვილი ქ. 11, მედ.მეცნ.დოქტ. ქირურგიის ინსტ. სისხლძარღვთა ქირურგიის განყ. ხელმძღვანელი.
2.1.9. ფერაძე ტრისტანი, დაბ.10.10.1938, მცხ.თბილისი, ი.აბაშიძის 22, ბ.26. მედ.მეცნ.დოქტ. ქირურგიის ინსტ. დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში.
2.1.10. კუზანოვი ივანე, დაბ.21.04.1948, მცხ.თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 42,. მედ.მეცნ.დოქტ.პროფესორი, ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახ.სამედიცინო აკადემიის რეკონსტრუქციული და პლასტიკური მიკროქირურგიის კათედრის გამგე.
2.1.11. ჯიქიძე ჯემალი, დაბ.11.01.1946, მცხ.თბილისი, ბენაშვილის ქ. 4, ბ.1. მე-5 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების რეკონსტრუქციული და პლასტიკური მიკროქირურგიის განყოფილების გამგე.
3.1. ასოციაციის მიზნებია:
ხელი შეუწყოს საქართველოში ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დარგში სამედიცინო მეცნიერების და პრაქტიკული მიღწევების დანერგვას და განვითარებას.
– ხელი შეუწყოს განათლების მიღებას და სპეციალისტთა დახელოვნებას ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიაში;
– ხელი შეუწყოს გამოკვლევებს სისხლძარღვოვანი ფიზიოლოგიის, პათოლოგიის, ბიოლოგიის დაავადებათა მკურნალობის სფეროში და მიღებული შედეგების გავრცელებას.
– განახორციელოს სისხლძარღვოვანი დაავადებების კლასიფიკაციის და ნომენკლატურის, აგრეთვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ძირითადი მეთოდების სტანდარტიზაცია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ქვეყანაში სისხლძარღვოვანი დაავადებების ერთიანი სტატისტიკის შესაქმნელად.
– ხელი შეუწყოს ქართული ანგიოლოგიური ტერმინოლოგიის დამუშავებასა და დახვეწას. აწარმოოს სამეცნიერო და პრაქტიკული შეხვედრების, სხდომების, ლექციების, სემინარების, კონფერენციების და ყრილობების ჩატარება.
– დააფუძნოს და გაუწიოს სუბსიდირება ასოცოაციის პერიოდული ბიულეტენის (ჟურნალის) გამოცემას სამეცნიერო და პრაქტიკული შრომების პუბლიკაციისათვის.
– განახორციელოს სამეცნიერო და პრაქტიკული აგრეთვე ორგანიზაციული ხასიათის ურთიერთობები საქართველოს სამედიცინო და საზღვარგარეთის ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის სათავო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან.
4.1. თავის მიზნების შესასრულებლად ასოციაცია:
-წელიწადში ერთხელ აწყობს აუცილებელ შეხვედრას ჩატარებული მუშაობის, სამეცნიერო მოხსენებების და შემდგომი ერთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ;
-ქმნის კომისიებს, რომლებიც ახორციელებენ საგანმათლებო, სამეცნიერო, პრაქტიკულ და ორგანიზაციულ სფეროებში შესაბამის პროგრამებს და იძლევიან რეკომენდაციებს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებისათვის;
– იძლევა კონსულტაციებს, რეკომენდაციებს და საექსპერტო დასკვნებს, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისათვის ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დარგში.
– აწარმოებს და ხელს უწყობს ასოციაციაში ფინანსური სახსრების მოზიდვას; საწევრო ანარიცხებით, გრანტებით, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და კერძო პირებიდან შემოწირულობების სახით, იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაციის ქონება და ფინანსები არ იქნება გამოყენებული შემოსავლის წყაროთ მისი წევრებისათვის. ამასთან ერთად ასოციაცია უფლებამოსილია აანაზღაუროს თავის წევრების და მოწვეული პიროვნებების ხარჯები, რომელიც მიმართულია ასოციაციის მოღვაწეობის მხარდასაჭერად. აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება, რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს, ემსახურება ასოციაციის საწესდებო მოღვაწეობას და არ ცვლის მის არაკომერციული პირის ხასიათს. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ასოციალციის წევრებს შორის დაუშვებელია.
– ეწევა კანონით ნებადართულ საქმიანობას.
5.1. ასოციაციას გააჩნია წევრობის 4 კატეგორია:
– საპატიო წევრი
– ნამდვილი წევრი
– ასოცირებული წევრი
– უმცროსი წევრი
5.2.ასოციაციის საპატიო წევრი შეიძლება გახდეს საზღვარგარეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული მიღწევები ან დამსახურება ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიაში როგორც მეცნიერულ ასევე პრაქტიკულ საქმიანობაში და გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში აღნიშნული დარგის განვითარების საქმეში. საპატიო წევრად მიღება წყდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე. პრეზიდენტის ან გამგეობის წარდგინების შემდეგ. საპატიო წევრი განთავისუფლებულია საწევრო გადასახადიდან.
საპატიო წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე.
5.3. ასოციაციის ნამდვილი წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვა კლინიკური ან მეცნიერული მუშაობის, არანაკლებ 5 წლის გამოცდილება*, სცნობს და იცავს ასოციაციის წესდების მოთხოვნებს, იზიარებს მის მიზნებს, მონაწილეობას ღებულობს ასოციაციის მოღვაწეობის სხვადასხვა მიმართულებაში და იხდის საწევრო გადასახადს.
– უფლება აქვს თანასწორ საფუძველზე მონაწილეობდეს ასოციაციის მუშაობაში; აირჩიოს და არჩეული იქნეს ასოციაციის გამგეობაში და კომისიებში; მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან მათი და ასოციაციის საქმიანობის შესახებ, მათ შორის ფინანსური ანგარიში; ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით ასოციაციის მიზნების შესაბამისად; მიმართოს ასოციაციას პროფესიული და იურიდიული დახმარებისათვის.
5.4. ასოციაციის ასოცირებული წევრი შეიძლება გახდეს სამედიცინო და საბუნებისმეტყველო დარგების სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ ინტერესი კლინიკურ და ექსპერიმენტულ ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში ან მომიჯნავე სპეციალობებში. სცნობს და იცავს ასოციაციის წესდების მოთხოვნებს, იზიარებს მის მიზნებს და იხდის საწევრო გადასახადს.
– უფლება აქვს მონაწილეობდეს ყოველწლიურ შეხვედრებში, კონფერენციებში, სემინარებში; მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების არჩევნებში და არჩეული იქნეს კომისიებში; მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან მათი და ასოცოაციის საქმიანობის შესახებ, მათ შორის ფინანსური ანგარიში; ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით ასოციაციის მიზნების შესაბამისად; მიმართოს ასოციაციას იურიდიული დახმარებისათვის.
5.5. ასოციაციის უმცროსი წევრი შეიძლება გახდეს ექიმი, რომელიც გადის სპეციალიზაციას ან სტაჟირებას აღნიშნულ დარგში და სტუდენტი, რომელსაც გააჩნია ინტერესი კლინიკურ და ექსპერიმენტულ ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში, სცნობენ და იცავენ ასოციაციის წესდების მოთხოვნებს, იზიარებენ მის მიზნებს.
– უფლება აქვს არჩეული იქნეს ასოციაციის კომისიებში; მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ; ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით ასოციაციის მიზნების შესაბამისად; მიმართოს ასოციაციას პროფესიული იურიდიული დახმარებისათვის.
*2000 წლიდან, როდესაც საქართველოში დასრულდება სამედიცინო დარგის სპეციალისტთა ლიცენზირება, ასოციაციის ნამდვილ წევრებად, კლინიკური განხრით, მიიღებიან სპეციალისტები, რომელთაც ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიში მიღებული აქვთ შესაბამისი ლიცენზია.
5.6. ასოციაციის წევრობის მსურველმა (ნამდვილი, ასოცირებული, უმცროსი) დადგენილი ფორმის განცხადებით უნდა მიმართოს ასოციაციის მდივანს. დროებით წევრად მიღების საკითხს, ყოველწლიურ შეხვედრამდე, წყვეტს გამგეობა განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში. ასოციაციის წევრად მიღების საკითხს ამტკიცებს ყოველწლიური სეხვედრა.
5.7. ასოციაციის წევრობიდან გასვლა თავისუფალია. ასოციაციიდან გასვლის მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს ასოციაციის გამგეობას. გამგეობა ასოციაციიდან გასვლის სურვილს აკმაყოფილებს განცხადების მიღების შემდგომ გამართულ პირველსავე სხდომაზე.
5.8. ასოციაციის წევრის სტატუსის შეცვლის ან მისი ჩამორთმევის საკითხი წყდება ასოციაციის წევრთა ყოველწლიურ შეხვედრაზე. წევრის სტატუსი ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ის არ იხდის საწევრო გადასახადს 1 წლის განმავლობაში.
5.9. ასოციაციის წევრისათვის დაწესებულია ყოველთვიური (ყოველწლიური) საწევრო გადასახადი. თანხის რაოდენობა ან მისი შეცვლის საკითხი განისაზღვრება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე. ასოცირებული წევრი იხდის ნამდვილი წევრისათვის დაწესებული გადასახადის 74%-ს, ხოლო უმცროსი წევრი 25%-ს.
6.1. ასოციაციის უმაღლესი ორგანოა ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც იწვევს ასოციაციის გამგეობა წელიწადში ერთხელ.
6.2. დრო, ადგილი ხანგრძლიობა და პროცედურული საკითხები, რომელიც გამოიტანება ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრაზე განისაზღვრება გამგეობის მიერ ასოციაციის წესდების დებულებებისა და მუხლების მიხედვით.
6.3. ყოველწლიური ან სპეციალური რიგგარეშე შეხვედრების თარიღის შეტყობინებას უზრუნველყოფს ასოციაციის მდივანი ოთხი თვით ადრე, სადაც მითითებული იქნება სხდომის დრო და ადგილი. რიგგარეშე შეხვედრის დანიშვნის შემთხვევაში მითითებული იქნება სხდომის მიზანი.
6.4. ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა უფლებამოსილია თუ მას ესწრება ასოციაციის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. ამ საკითხების გარდა, რომელიც მითითებულია ასოციაციის წესდებაში და მის მუხლებში, საკითხის გადაწყვეტა ხდება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმის გადაცემის უფლების მიცემა არ არის დასვებული.
6.5. რიგგარეშე ასოციაციის შეხვედრა შეიძლება მოწვეული იქნეს გამგეობისა ან ასოციაციის წერთა მეათედის მოთხოვნით და კრების დღის წესრიგის მითითებით. შეხვედრის თარიღის შეტყობინებას უზრუნველყოფს ასოციაციის მდივანი ორი კვირით ადრე.
6.6. ყოველწლიური შეხვედრაზე აუცილებელია (მიზანშეწონილია) ასოციაციის ყველა ნამდვილი წევრის დასწრება.
6.7.გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია ქვორუმი 1/3 ხმის უფლების მქონე წევრების.
6.8. თუ ყოველწლიური შეხვედრაზე არ არის ქვორუმი, მაშინ გამგეობა იწვევს სპეციალურ შეხვედრას წევრთა ქვორუმის მისაღწევად. მაგრამ თუ მეორე შეხვედრის დროს არ იქნა მიღწეული წევრთა ქვორუმი, მაშინ გამგეობას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები სხდომაზე გამოტანილ სადისკუსიო საკითხებში.
6.9. ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრაზე მისი წევრები (ნამდვილი, ასოცირებული, უმცროსი) ვალდებული არიან შეიტანონ, გამგეობის მიერ დამტკიცებული, სარეგისტრაციო შესატანი.
6.10. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო-პრაქტიკული სესიები ყოველწლიურ შეხვედრაზე პირველ რიგში ტარდება ასოციაციის წევრებისათვის, დასაშვებია აგრეთვე მასში არაწევრების მონაწილეობა, რომლებიც გადაიხდიან სარეგისტრაციო შესატანს, რომლის ოდენობას ადგენს და აქვეყნებს გამგეობა.
6.11. ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრის მასალები ქვეყნდება ბიულეტენის სახით.
6.12. ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა:
– იღებს ასოციაციის წესდებასა და ცვლილებები შეაქვს მასში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს მარეგისტრირებელ ორგანოს.
– ირჩევს ასოციაციის გამგეობას, ამტკიცებს მისი საქმიანობის პროგრამას და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
– ირჩევს ასოციაციის პრეზიდენტს და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
– ირჩევს ასოციაციის მდივანს და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
– ირჩევს ასოციაციის ხაზინადარს და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
– ირჩევს ბიულეტენის(ჟურნალის) რედაქტორს და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
– ამტკიცებს, კომისიებს, მის შემადგენლობას და მათი საქმიანობის პროგრამას.
– ირჩევს კომისიების თავჯდომარეებს, შემადგენლობას და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
– ამტკიცებს ასოციაციის წევრთა მიღებას, გასვლას და წევრის სტატუსის შეცვლას.
6.13. ყოველწლიურ შეხვედრებს შორის პერიოდში, ასოციაციის ხელმძღვანელ და აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა.
6.14.გამგეობა შედგება: ასოციაციის პრეზიდენტის, კომისიების თავჯდომარეების, მდივნის, ხაზინადარის, ბიულეტენის(ჟურნალის) რედაქტორისაგან, ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკების ხელმძღვანელებისაგან და საქართველოს მხარეების წარმომადგენლებისაგან (ერთი მხარე – ერთი წარმომადგენელი). ყველა ხელმძღვანელი პირი უნდა იყოს ასოციაციის ნამდვილი წევრი. გამგეობის შემადგენლობაში მოიწვევა აგრეთვე ერთი უმცროსი წევრი, რომელსაც არა აქვს ხმის უფლება.
– გამგეობის ხელმძღვანელად ითვლება ასოციაციის პრეზიდენტი, მისი
არყოფნის შემთხვევაში გადარჩეული პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი კომისიის თავჯდომარე.
6.15.ასოციაციის გამგეობა:
-მოიწვევს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრების ჩატარებას;
– ამტკიცებს პროგრამებს და ასოციაციის მუშაობის წლიურ გეგმას;
– ქმნის დროებით მოქმედ კომისიებს ცალკეული პროექტების განსახორციელებლად და ხელმძღვანელობს მათ მუშაობას;
– განსაზღვრავს მმართველობითი აპარატის სტრუქტურას და თანამშრომელთა ზღვრულ ოდენობას;
– იღებს გადაწყვეტილებას, ყოველწლიურ შეხვედრამდე, ასოციაციის ახალი წევრის მიღების და წევრობის შეჩერების შესახებ;
– კოორდინაციას უწევს ასოციაციის კომისიების საქმიანობას;
– ზრუნავს ასოციაციის ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობაზე. აგრეთვე ის ასრულებს ყველა დანარჩენ ვალდებულებებს, მითითებულ წესდებაში;
– აქვს უფლება შექმნას პრემიალური ფონდი (შესაძლებელია სახელობითი), რომლითაც შეიძლება დაჯილდოვდეს ასოციაციის წევრი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის;
– გამგეობის აუცილებელი შეხვედრები იმართება 3 თვეში ერთხელ;
– გამგეობის რიგგარეშე შეხვედრები შეიძლება მოწვეული იქნეს პრეზიდენტის ან გამგეობის რომელიმე წევრის მოთხოვნით, რის შესახებაც მისი წევრები უნდა იყვნენ გაფრთხილებული 2 კვირით ადრე;
– გამონაკლის შემთხვევაში, სხდომის მოწვევის გარეშე, პრეზიდენტის მოთხოვნით გამგეობამ შეიძლება მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ განსახილველ საკითხზე მიღებულია წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრთა უმრავლესობის მიერ;
– დაგეგმილი ღონისძიების შესასრულებლად საჭიროა გამგეობის წევრთა უმრავლესობის დადებითი გადაწყვეტილება. ხმის მიცემის დროს აუცილებელია გამგეობის წევრთა ქვორუმი, რომელიც შეადგენს არანანაკლებ მის წევრთა ნახევარს.
6.16. გამგეობას არა აქვს უფლება:
– შეიტანოს ცვლილებები წესდებაში;
– შეცვალოს საწევრო გადასახადის ოდენობა;
– გარიცხოს წევრობიდან და შეცვალოს ასოციაციის წევრის სტატუსი.
6.17. არჩევნები
ასოციაციის პრეზიდენტი ირჩევა 2 წლის, ხოლო მდივანი, ხაზინადარი, ბიულეტენის (ჟურნალის) რედაქტორი და გამგეობის სხვა წევრები 4 წლის ვადით. მათი არჩევა მეორე ვადით დასაშვებია. მესამე ვადით მათი არჩევა არ ხდება. კანდიდატები ხელმძღვანელ თანამდეობაზე წარმოადგენენ ასოციაციის ნამდვილ წევრებს და თავიანთ კანდიდატურას წარადგენენ ყოველწლიურ შეხვედრამდე 2 თვით ადრე. კანდიდატების მონაცემები
წერილობითი ფორმით ეგზავნება ასოციაციის მდივანს. მათი არჩევისას საჭიროა, დამსწრე ნამდვილი და ასოცირებული წევრების ხმების უბრალო უმრავლესობა. არჩეული ხელმძღვანელები იკავებენ თავიანთ თანამდეობებს არჩევნების შემდეგ.
6.18. ასოციაციის პრეზიდენტი
– წარმოადგენს ასოციაციას სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში და ასრულებს ყველა მისი თანამდეობის შესაფერის ფუნქციებს;
– ის თავჯდომარეობს ასოციაციის შეხვედრებს, გამგეობის და კომისიების ყველა სხდომას;
– აქვს უფლება მოითხოვოს ასოციაციის რიგგარეშე შეხვედრის და გამგეობის სხდომის ჩატარება;
– ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგენს ჩატარებული მუშაობის ანგარიშს და მომდევნო ერთწლიანი მუშაობის გეგმას;
– არის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამგეობის თანამდეობრივი წევრი;
– პრეზიდენტი გადარჩევის შემდეგ რჩება გამგეობის წევრად და არჩეული პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში დროებით ასრულებს მის ფუნქციებს.
6.19. ასოციაციის მდივანი:
– ასრულებს ასრულებს ყველა მისი თანამდეობის შესაფერის ფუნქციებს. ის ერთდროულად ასრულებს ასოციაციის და გამგეობის მდივნის ფუნქციას;
– აწარმოებს ასოციაციის და გამგეობის შეხვედრების ოქმებს და ინახავს მათ;
– ამოწმებს და ადასტურებს ყველა ოფიციალურ აქტს, რომელიც მოითხოვს კანდიდატების გაწევრიანებას;
– ატყობინებს ასოციაციაში მიღებულ წევრს მათ არჩევას;
– აწარმოებს ოფიციალურ მიმოწერას სხვადასხვა ორგანიზაციებთან;
– ინახავს და პასუხს აგებს ასოციაციის ბეჭედზე და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციაზე;
– არაუგვიანეს ოთხი თვით ადრე ატყობინებს ყველა წევრს ასოციაციის და მომავალი ყოველწლიური, აგრეთვე რიგგგარეშე შეხვედრის დროს, ადგილს და პროგრამას. რიგგგარეშე შეხვედრის დროს, ადგილი და დღის წესრიგის შეტყობინება დასაშვებია ორი კვირით ადრე;
– არის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამგეობის თანამდეობრივი წევრი.
6.19.1. ასოციაციის მდივნის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
6.20. ასოციაციის ხაზინადარი:
– ასრულებს ასრულებს ყველა მისი თანამდეობის შესაფერის ფუნქციებს;
– ღებულობს საწევრო გადასახადს და სხვა შემონარტანებს;
– იხდის ყველა გადასახადს და წარმოუდგენს ყოველწლიური ფინანსურ ანგარიშს ასოციაციას და მის გამგეობას;
– არის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამგეობის თანამდეობრივი წევრი.
6.20.1. ასოციაციის ხაზინადარის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
6.21. ბიულეტენის (ჟურნალის) რედაქტორი:
– ნიშნავს სარედაქციო საბჭოს, რომელიც შედგება საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის, აგრეთვე მედიცინის სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებისაგან. დასაშვებია სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში საზღვარგარეთის სპეციალისტთა შეყვანა;
– სარედაქციო საბჭოსთან შეთანხმებით ბიულეტენის (ჟურნალის) გამოსაცემად დებს კონტრაქტს გამომცემლობასთან ფიქსირებული დროით;
– აქვს უფლება გაანთავისუფლოს ან შეიყვანოს სარედაქციო საბჭოში ასოციაციის ნებისმიერი წევრი (წევრობის კატეგორიისაგან დამოუკიდებლად), რომელიც მისი აზრით საჭიროა სარედაქციო საბჭოში სამუშაოდ. სარედაქციო საბჭო თავის ფუნქციებს ასრულებს 4 წლის განმავლობაში და ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს;
– სარედაქციო საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს: რედაქტორის მოადგილეს, მდივანს და სარედაქციო საბჭოს ხაზინადარს;
– არის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამგეობის თანამდეობრივი წევრი.
6.21.1. ბიულეტენის (ჟურნალის) რედაქტორის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
7.1. ასოციაციას აქვს უფლება შექმნას საორგანიზაციო, განათლების და მეცნიერების, სისხლძარღვოვანი დაავადებების სტანდარტიზაციის, ნომენკლატურის და სტატისტიკის კომისიები. აგრეთვე ბიულეტენის (ჟურნალის) სარედაქციო საბჭო კომისიის უფლებით და სხვა დროებითი კომისიები, რომელიც მათი აზრით სასურველია ან აუცილებელია.
7.2. თვითოეული კომისია უფლებამოსილია შექმნას თავისი მოღვაწეობის შიდა წესდება, რომელიც არ ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს და რომელსაც ამტკიცებს ასოციაციის პრეზიდენტი და გამგეობა.
7.3. დასაშვებია ასოციაციის წევრთა მუშაობა (წევრობა), ერთდროულად სხვადასხვა კომისიებში. კომისიის თავჯდომარეს არა აქვს უფლება ერთდროულად არჩეული იქნეს სხვადასხვა კომისიის ხელმძღვანელად.
7.4.თვითოეული კომისია ვალდებულია მოამზადოს თავისი მუშაობის ერთწლიანი პროგრამა და წარადგინოს ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე დასამტკიცებლად.
7.5. კომისია ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის, გამგეობის, ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრის წინაშე და ახსენებს მათ თავისი ყოველწლიურ მუშაობის ანგარიშს.
7.6. საორგანიზაციო კომისია:
– საორგანიზაციო კომისია შედგება ასოციაციის პრეზიდენტისაგან, კომისიის თავჯდომარისაგან, მდივნისაგან, ხაზინადარისაგან, 2 ნამდვილი, 2 ასოცირებული და 1 უმცროსი წევრისაგან.
7.7. კომისია:
– ორგანიზაციას უკეთებს ასოციაციის ყოველწლიურ რიგგარეშე და გამგეობის შეხვედრებს. წყვეტს ორგანიზაციულ საკითხებს სემინარების, სხდომების, ლექციების, კონფერენციების (ყრილობის) ჩასატარებლად;
– სწავლობს წევრობის კანდიდატის პიროვნებას და თავის დასკვნას წარადგენს გამგეობის, ასიციაციის მდივნის საშუალებით;
– ამყარებს კავშირებს და ახორციელებს ურთიერთობებს საქართველოს და საზღვარგარეთის სამედიცინო და სპონსორულ ორგანიზაციებთან.
7.7.1. კომისიის თავჯდომარის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
7.7.2. კომისიის შემადგენლობის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. ხელმეორედ მისი არჩევა დასაშვებია.
7.8. განათლების და მეცნიერების კომისია:
– კომისია შედგება ასოციაციის პრეზიდენტისაგან, კომისიის თავჯდომარისაგან, ასოციაციის მდივნისა და ბიულეტენის (ჟურნალის) რედაქტორისაგან, 2 ნამდვილი, 3 ასოცირებული და 2 უმცროსი წევრისაგან.
7.9. კომისია:
– ადგენს სასწავლო პროგრამებს სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისა და ექიმებისათვის, რომლებიც გადიან სპეციალიზაციას და დახელოვნებას ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში;
– ხელს უწყობს სახელმძღვანელოების, ცნობარების და სხვა სპეციალური ლიტერატურის შექმნას და გამოცემას;
– ადგენს დებულებას სალიცენზიო გამოცდების ჩატარების და სერტიფიკატის გაცემის შესახებ;
– უფლებამოსილია შეადგინოს პროგრამა და ამ პროგრამის მიხედვით ჩაატაროს გამოცდები ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში სპეციალისტების ლიცენზირების მიზნით;
– განსაზღვრავს და ადგენს კრიტერიუმებს, დებულების სახით, რომლის საფუძველზე იძლევა უფლებას სპეციალისტის გამოცდებზე დაშვების შესახებ (ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა, ასისტენცია და სხვა პირობები);
– უფლებამოსილია ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში სპეციალისტების ლიცენზირებისათვის შექმნას საგამოცდო კომისია;
– უფლებამოსილია გასცეს სერტიფიკატი ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის სპეციალობებში;
– ხელს უწყობს, კონკურსის საფუძველზე, სპეციალისტის გაგზავნას საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში სტაჟირებისა და დახელოვნებისათვის;
– განსაზღვრავს პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებს და ადგენს შესაბამის პროგრამებს ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში;
– აქვს უფლება, ხაზინადართან და საორგანოზაციო კომისიასთან შეთანხმებით, მოიძიოს ფინანსური მხარდაჭერის წყაროები, სახელმწიფო, არასამთავრობო ან კერძო პირებისაგან გარკვეული პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებების დასაფინანსებლად;
– შუამდგომლობის სახით, ხელს უწყობს ცალკეულ პირებს და სპეციალიზირებულ კლინიკებს სამეცნიერო გრანტის მიღებაში, შესაბამისი პროგრამის ექსპერტიზის შემდეგ;
– რეკომენდაციას აძლევს საქართველოს უმაღლეს საატესტაციო კომისიას ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიის სპეციალობაში, საბჭოს შემადგენლობის შესახებ;
– ამყარებს კონტაქტებს საზღვარგარეთის სამეცნიერო დაწესებულებებთან;
– ბიულეტენის (ჟურნალის) სარედაქციო საბჭოს თხოვნით ატარებს სამეცნიერო სტატიების რეცენზირებას.
7.9.1. კომისიის თავჯდომარის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
7.9.2. კომისიის შემადგენლობის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. ხელმეორედ მისი არჩევა დასაშვებია.
7.10. სისხლძარღვოვანი დაავადებების სტანდარტიზაციის, ნომენკლატურის და სტატისტიკის კომისია:
– კომისია შედგება ასოციაციის პრეზიდენტისაგან, კომისიის თავჯდომარისაგან, ასოციაციის მდივნისაგან, 3 ნამდვილი და 1 უმცროსი წევრისაგან.
7.11. კომისია:
– ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სისხლძარღვოვანი დაავადებების ნომენკლატურის და კლასიფიკაციის,
13.
აგრეთვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების სტანდარტიზაციას, ქვეყანაში ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დარგში ერთიანი სტატისტიკის შესაქმნელად. მიღებულ შედეგებს წარადგენს ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე;
– ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე დამტკიცებულ სისხლძარღვოვანი დაავადებების ნომენკლატურას, რეკომენდაციის სახით წარადგენს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში. ადგენს შეთანხმებითი ხასიათის (კონსესუს) დოკუმენტებს მომიჯნავე სპეციალობების ასოციაციებთან;
– ატარებს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დარგში, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი ორიგინალური მეთოდების ექსპერტიზას და აძლევს შესაბამის დასკვნებს, რომელიც სავალდებულოა ასოციაციის წევრებისათვის;
– აძლევს რეკომენდაციებს და დასკვნებს, სათანადო კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგების შეფასების შემდეგ, საქართველოს ფარმაკოლოგიურ კომიტეტს ახალი სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენების შესახებ ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიაში.
7.11.1. კომისიის თავჯდომარის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
7.11.2. კომისიის შემადგენლობის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. ხელმეორედ მისი არჩევა დასაშვებია.
8.1. ასოციაციის საპატიო წევრები განთავისუფლებულები არიან შესასვლელი და საწევრო გადასახადისაგან.
8.2. ასოციაციის ყველა კატეგორიის წევრისათვის (წევრობის კატეგორიის მიხედვით) დაწესებულია შესასვლელი და ყოველთვიური (ყოველწლიური) საწევრო გადასახადი, რომელსაც აწესებს გამგეობა ასოციაცთან შეთანხმების შემდეგ. ასოცირებული წევრი იხდის ნამდვილი წევრისათვის დაწესებული გადასახადის 74%-ს, ხოლო უმცროსი წევრი 25%-ს.
გადასახადში შედის წლიური ხელმოწერა ასოციაციის ბიულეტენზე (ჟურნალზე)
8.3. ანგარიში საწევრო გადასახადზე ბიულეტენის (ჟურნალის) ხელმოწერაზე, ეგზავნებათ წევრებს, ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ, ფოსტით ხაზინადარის მიერ.
9.1.ასოციაციის ფინანსური მდგომარეობა ემყარება ნამდვილი, ასოცირებული და უმცროსი წევრების ყოველთვიური (ყოველწლიური) საწევრო შენატანს, აგრეთვე იმ თანხებს, რომლებიც შეიძლება შემოვიდეს შემოწირულობების სახით, როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და კერძო პირების მიერ. აგრეთვე იმ შემოსავლიდან, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ასოციაციის სამეწარმეო საქმიანობიდან, რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს და ემსახურება ასოციაციის საწესდებო მოღვაწეობას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის განაწილება ასოციაციის წევრებს შორის დაუშვებელია.
9.2. ასოციაციის ფინანსური ოპერაციების კანონიერების საკითხს აკონტროლებს ასოციაციის ხაზინადარი (იხ.მუხლი 5.24.)
9.3. გამგეობას აქვს უფლება დანიშნოს არაუმეტეს 2 წევრისა, რომლებიც ხაზინადარტან ერტად ახორციელებენ ასოციაციის ფინანსებისა და ქონების კონტროლს.
9.4. მოგება მიღებული ბიულეტენის (ჟურნალის) გავრცელებიდან ნაწილდება ასოციაციასა და გამომცემლობას შორის კონტრაქტის შესაბამისად.
9.5. ასოციაცია ვალდებულია დაიცვას ყველა წევრი, ხელმძღვანელი და სხვა ასოციაციაში მომუშავე პერსონალი იმ ხარჯებისაგან, რომელსაც გასწევენ ისინი ასოციაციის საქმიანობისათვის. ხარჯები, რომლების დაკავშირებულია სამდივნოს მოღვაწეობასთან, ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებასთან და ჩატარებასთან, განიხილება ხაზინადართან ერთად, გამგეობის თანხმობით. ეს ხარჯები უნდა იყოს შესული ცნობაში, რომელიც წარედგინება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე.
9.6.იმ შემთხვევაში თუ ფინანსური წლის ბოლოს არის ასოციაციის ფონდების დეფიციტი, გამგეობა აგზავნის შეტყობინებას და სთავაზობს ასოციაციის წევრებს შეიტანონ გარკვეული თანხა, რათა ლიკვიდირებული იქნეს დეფიციტი ერთი ფინანსური წლიდან მეორეზე გადასვლის დროს.
10.1. აღნიშნული წესდების შეცვლა ან ასოციაციის ლიკვიდაცია შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ასოციაციის ყოველწლიურ ან სპეციალურად მოწვეულ შეხვედრაზე ამ საკითხს ხმა მისცა დამსწრე და ხმისუფლებამოსილი წევრების ორმა მესამედმა. ასოციაციის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ყველა წევრის ხმათა ოთხ მეხუთედს. იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.
10.2. ასოციაციის მდივანმა, ასოციაციის ყოველწლიურ ან სპეციალურ შეხვედრამდე 30 დღით ადრე, უნდა მიიღოს წერილობითი შეტყობინება წესდებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, რის შემდეგ ის არაუგვიანეს ორი კვირით ადრე, ასევე წერილობით ატყობინებს ასოციაციის წევრებს ამის შესახებ.
10.3.ასოციაციის ლიკვიდაცის შეიძლება მოხდეს სპეციალურ შეხვედრაზე თუ მას მისცა ხმა დამსწრე და ხმის უფლების მქონე ორმა მესამედმა იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაციის წევრებს გაეგზავნებათ შეტყობინება შეხვედრამდე ორი კვირით ადრე. დარჩენილი ყველა ვალის გადახდის და ყველა
ვალდებულების დაკმაყოფილების შემდეგ, შეხვედრა იღებს გადაწყვეტილებას და
ინსტრუქციებს ასოციაციის ქონების განაწილების შესახებ. ეს ქონება არ შეიძლება გაიყიდოს ან განაწილდეს ასოციაციის წევრებს შორის. ის გადაეცენა, რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას ან კომისიას, რომელსაც გააჩნია იურიდიული უფლება ქველმოქმედების საკითხებში.
10.4.ინფორმაცია ასოციაციის ლიკვიდაციის შესახებ აუცილებელია გამოქვეყნდეს. ქონება შეიძლება განაწილდეს გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ
10.5.ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა, განსაკუთრებულ გარემოებათა არსესბობისას სასამართლოს შეუძლია სხვა ლიკვიდატორების დანიშვნა. ლიკვიდატორები პასუხს აგებენ, როგორც გამგეობის წევრები.