ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებების მკურნალობა

 

 

კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი

(პროტოკოლი)

 

 

ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებების მკურნალობა

(პირველადი ჯანდაცვის რგოლი)

 

დეფინიცია

 

ქრონიკული ვენური დარღვევები  ეს არის  ტერმინი, რომელიც გულისხმობს ვენური სისტემის მორფოლოგიური და ფუნქციონალურ დარღვევათა სრულ სპექტრს  იმის  მიუხედავად  იწვევენ ისინი სიმპტომებს თუ არა.

 ვენების ქრონიკული დაავადება (CVD) ეს არის ტერმინი რომელიც, მოიცავს ვენური სისტემის  ხანგრძლივად მიმდინარე  მორფოლოგიურ ან ფუნქციურ დარღვევებს, რომელიც მანიფესტირებულიასიმპტომებით და/ან ნიშნებით, რაc მიუთითებს გამოკვლევის და/ან მკურნალობის საჭიროებაზე.

 

სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები

  1. პირველადი გასინჯვა
  2. ფერადი ექოდუპლექსსკანირება

 

 

 

პირველადი გასინჯვის ძირითადი პრინციპები

                 კლინიკური სიმპტომატიკა

  1. ტკივილი;
  2. წვა;
  3. სიმძიმის შეგრძნება;
  4. კუნთოვანი კრუნჩხვები;
  5. კანის ქავილი;
  6. დაჭიმულობის შეგრძნება ქვედა კიდურებში;
  7. დაღლილობის შეგრძნება;
  8.  შეშუპება;
  9.  მოუსვენარი ფეხების სინდრომი.

 

                      კლინიკური ნიშნები

  1. ტელანგიექტაზიები;
  2. რეტიკულარული ვენები;
  3. ფლ ებექტაზიური გვირგვინი (corona  phlebectatica)
  4. ვარიკოზული ვენები;
  5. პიგმენტაცია;
  6. ლიპოდერმატოსკლეროზი;
  7. დერმატიტი;
  8. ფიზიკალური გასინჯვის დროს უნდა შეფასდეს:

     ტრენდელენბურგის, შვარცის და პერტესის ტესტები;  ხომანსის  და     

      მოზესის სიმპტომები