დაავადებათა მართვის ეროვნული პროტოკოლი

 

  1. მენჯის ვენების ვარიკოზი (მენჯის სისხსავსეობის სინდრომი)
  2. პროტოკოლით მოცული კლინიკური მდგომარეობები და ჩარევები

 

 

დასახელება

კოდი

1

მენჯის ვენების ვარიკოზი

ICD10 I 86

2

 

3

4

 

5

6

7

შინაგანი ორგანოების რენტგენოლოგიური

ფლებოგრაფია

ტესტიკულის/გონადის ვენის ფლებოგრაფია

საკვერცხის ვენის ენდოვასკულური ემბოლიზაცია

თეძოს ვენის სტენტირება

მარცხენა თირკმლის ვენის სტენტირება

გონადალური ვენების ლიგირება

NCSP PHDC3A

 

PHDC5A

PHXG16

 

PHSQ23

PHXD99

PHSB99

 

 

 

  1. პროტოკოლის შემუშავების მეთოდოლოგია

ა) პროტოკოლი შემუშავებულია ამერიკის ვენური ფორუმის გაიდლაინის (Guidelines of American Venous Forum,Third Edition, Published in 2009 by Hodder Arnold (Publishers) Ltd) საფუძველზე.`

პროტოკოლის შემუშავებაში ავტორთა ჯგუფს ორიგინალური გაიდლაინების რეკომენდაციებში ცვლილებები არ შეუტანია.

  1. პროტოკოლის მიზანი

პროტოკოლის მიზანი:პროტოკოლოლის მიზანია მდედრობითი სქესის პაციენტებში მენჯის ვენების ვარიკოზის ფონზე განვითარებული მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მართვის ხარისხის გაუმჯობესება.

 

  1. სამიზნე ჯგუფი

პროტოკოლის რეკომენდაციები შეეხება: მდედრობითი სქესის 20-45 წლის პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის კლინიკური სურათი, გამოწვეული: ა) მენჯის ვენების პირველადი ვარიკოზული დაზიანებით , ბ) თირკმლის ვენის კომპრესიით მეზოაორტალურ სეგმენტში (Nutckraker Syndrome),გ) მარცხენა თეძოს საერთო ვენის კომპრესია მარჯვენა თეძოს საერთო არტერიით (May-Thuerner Syndrome)

  1. ვისთვის არის პროტოკოლი განკუთვნილი

პროტოკოლი განკუთვნილია: პროტოკოლი განკუთვნილია სისხლძარღვთა ქირურგთათვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში და ფლობენ ენდოვასკულური ჩარევის ტექნიკას.

  1. სამედიცინო დაწესებულებაში პროტოკოლის გამოყენების პირობები

პროტოკოლის გამოყენება ხდება სპეციალიზებულ (სისხლძარღვოვან) კლინიკაში,რომელიშიც ფუნქციონირებს ენდოვასკულური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისი. პროტოკოლის მოქმედება ხორციელდება კლინიკის შემდეგ ქვედანაყოფებში: დიაგნოსტიკური, კათეტერიზაციის ლაბორატორია, საოპერაციო, პოსტოპერაციული პალატა, სომატურიპალატა. პროტოკოლის გამოყენება იწყება დიაგნოსტიკურ დეპარტამენტში პაციენტის ამბულატორიული კვლევის დაწყებიდან.

  1. რეკომენდაციებიმენჯის სისხლსავსეობის სინდრომი (იხ.დანართი 1)

 

8.1დეფინიცია. მენჯის ვენების ვარიკოზის ფონზე განვითარებული მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი, რომელიც შესაძლებელია განვითარებული იყოს მენჯის ვენების პირველადი ვარიკოზული, პოსტთრომბოზული ან/და კომპრესიული დაზიანებით, წარმოადგენს მენჯის ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამო მენჯში ვენური სისხლის დეპონირების ფონზე განვითარებულ დაავადებას,რომელიც ხასიათდება სიმპტომთა პოლიმორფულობით. მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი უპირატესად უვითარდებათ 20-45 წლის (რეპროდუქტიული) ასაკის ქალებს,რომელთაც ანამნეზში 2 და მეტი ორსულობა აქვთ.

8.2კლინიკური გამოვლინება.

8.2.1    ქრონიკული მენჯისმიერი ტკივილი (სიმძიმის შეგრძნება), ტკივილი შესაძლებელია პერსისტირებდეს რამდენიმე განმავლობაში, განსაკუთრებით ფეხზე დიდხანს დგომის შემდეგ ;

8.2.2    ღრმა ტკივილი მენჯში მენსტრუაციის დაწყებამდე, 1-ლ დღეს და/ან სქესობრივი აქტის შემდეგ- დისპარეუნია (განსაკუთრებით დილით);

8.2.3    დიზურიული მოვლენები: გახშირებული შარდვა ან/და შარდვის დაწყების გაძნელება;

8.2.4    გასტროენტეროლოგიური სიმპტომატიკა: ყაბზობა, შებერილობა.

8.2.5    ატიპური ლოკალიზაციის (შორისის, გარეთა სასქესო ორგანოების, ბარძაყის უკანა ზედაპირის, დუნდულოს მიდამოს) ვარიკოზული ვენების არსებობა.

8.2.6    ანემია

8.3სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი

8.3.1    ატიპური ლოკალიზაციის ვარიკოზული ვენების ვიზუალიზაცია;

8.3.2    მენჯის ღრუს ტრანსაბდომინალური დუპლექსსკენირება

8.3.3    ტრანსვაგინალური დუპლექსსკენირება

8.3.4    მენჯის ვენების სელექტიური ვენოგრაფია

8.3.5    სისხლის საერთო ანალიზი

8.3.6    მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია

8.3.7    მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

8.3.8    დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია

8.4დიფერენციალური დიაგნოსტიკა

8.4.1    ენდომეტრიოზი

8.4.2    არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი

8.4.3    საშარდე სისტემის დაავადებები

8.4.4    მენჯის ანთებადი დაავადებები

8.5მკურნალობა

8.5.1    გონადალური ვენების ემბოლიზაცია

8.5.2    გონადალური ვენების ლიგირება

8.5.3    მარცხენა თირკმლის ვენის სტენტირება

8.5.4    მარცხენა თეძოს ვენის სტენტირება