CHEST გაიდლაინი და ექსპერტთა პანელის დასკვნა

Clive Kearon, MD, PhD; Elie A. Akl, MD, MPH, PhD; Joseph Ornelas, PhD; Allen Blaivas, DO, FCCP;David Jimenez, MD, PhD, FCCP; Henri Bounameaux, MD; Menno Huisman, MD, PhD;Christopher S. King, MD, FCCP; Timothy A. Morris, MD, FCCP; Namita Sood, MD, FCCP;Scott M. Stevens, MD; Janine R. E. Vintch, MD, FCCP; Philip Wells, MD; Scott C. Woller, MD; და COL Lisa Moores, MD, FCCP  

           საფუძველი. ჩვენ განვაახლეთ რეკომენდაციები 12 საკითხზე,         

                        რომლებიც შედიოდა ამ გაიდლაინის მე-9 გამოცემაში და დავამატეთ 3       

                          ახალი საკითხი.

მეთოდები. ჩვენ  ჩამოვაყალიბეთ ძლიერი (ხარისხი1) და სუსტი (ხარისხი 2) რეკომენდაციები, დაფუძნებული  მაღალი - (ხარისხი A), საშუალო - (ხარისხი B)  და დაბალი - (ხარისხი C)  ხარისხის მტკიცებულებებზე.

შედეგები. VTE- ის დროს  და კიბოს გარეშე, ხანგრძლივი ანტიკოაგულიანტური თერაპიისათვის   ჩვენ,  ვიტამინ K-ს ანტაგონისტით (VKA) მკურნალობასთან  შედარებით, უპირატესობას ვანიჭებთ დაბიგატრანს (ხარისხი 2B), რივაროქსაბანს (ხარისხი 2B), აპიქსაბანს (ხარისხი 2B), ან ედოქსაბანს (ხარისხი 2B); და უპირატესობას ვანიჭებთ VKA თერაპიას დაბალ მოლეკულური წონის  ჰეპარინთან (LMWH; ხარისხი 2C) შედარებით.  კიბოსთან ასოცირებული VTE- ს დროს ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ LMWH -ს VKA-თან შედარებით  (ხარისხი 2B), დაბიგატრანს (ხარისხი 2C), რივაროქსაბანს (ხარისხი 2C), აპიქსაბანს (ხარისხი 2C), ან ედოქსაბანს (ხარისხი 2C). ჩვენ არ შეგვიცვლია რეკომენდაცია იმის შესახებ თუ ვინ უნდა შეწყვიტოს ანტიკოაგულაცია  3 თვეში და ვინ უნდა გააგრძელოს ეს მკურნალობა. ანტიკოაგულანტებით ნამკურნალევი VTE-სათვის, ჩვენ არ ვემხრობით ქვემო ღრუ ვენის ფილტრის გამოყენებას (Grade 1B).  DVT-ის დროს ჩვენ არ ვაძლევთ რეკონდაციას კომპრესიულ თერაპიას PTS-ის პრევენციის მიზნით. სუბსეგმენტური ფილტვის ემბოლიზმის და არა  პროქსიმალური DVT-ის დროს , განმეორებითი VTE-ის დაბალი რისკისას,   ჩვენ ვანიჭებთ უპირატესობას კლინიკურ დაკვირვებას ანტიკოაგულაციასთან შედარებით (ხარისხი 2C), ხოლო მაღალი რისკის შემთხვევაში ანტიკოაგულაციას კლინიკურ დაკვირვებასთან შედარებით  (ხარისხი 2C). ჩვენ ვემხრობით თრომბოლიზურ თერაპიას ჰიპოტენზიასთან ასოცირებული ფილტვის ემბოლიზმის დროს (ხარისხი 2B)  და ვანიჭებთ უპირატესობას სისტემურ თერაპიას კათეტერით მართულ თრომბოლიზისთან შედარებით (ხარისხი 2C). განმეორებითი VTE-ის დროს არა -LMWH ანტიკოაგულაციისას, ჩვენ ვემხრობით LMWH დანიშვნას (ხარისხი 2C);  LMWH თერაპიისას განმეორებითი VTE-ის დროს, ჩვენ ვემხრობით LMWH დოზის გაზრდას  (ხარისხი 2C).

დასკვნა. 54 რეკომენდაციიდან, რომლებიც წარმოდგენილია 30 დებულების სახით, 20 არის მტკიცე და არც ერთი არ ეფუძნება მაღალი ხარისხის მტკიცებულებებს, რაც მიუთითებს კვლევების გაგრძელების აუცილებლობაზე.

CHEST 2016; 149(2):315-352

საკვანძო სიტყვები: ანტითრომბოზული თერაპია; მტკიცებითი მედიცინა; GRADE მიდგომა; ვენური თრომბოემბოლიზმი.