1. პროტოკოლის დასახელება
გულმკერდის გამოსვლის სინდრომი

             დასახელება                                                                                                        კოდი

გულმკერდის გამოსვლის სინდრომი                                              ICD-9-CM: 353, 353.0, 353.9

ჩარევა                                                                                                  PASA30; ADSA10;

                       

ლაბორატორიული მომსახურებისკოდიმოქმედი კლასიფიკაციის

დასახელება    მიხედვით

2. პროტოკოლით მოცული კლინიკური მდგომარეობები და ჩარევები
გულმკერდის გამოსვლის სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

3. პროტოკოლის შემუშავების მეთოდოლოგია
პროტოკოლი დაფუძნებულია დაავადების მენეჯმენტზე, რომელიც გამოქვეყნდა 1995 წელს, 1998-2005 წლებში დოკუმენტი კვლავ იყო განხილული, იქნა შესწორებული და შემდეგ გამოქვეყნდა 2006 წელს, უკანასკნელად იყო განხილული, შემოწმებული და გამოქვეყნდა 2008 წელს, როგორც “თჰორაციც Oუტლეტ შყნდრომე - Mედიცალ თრეატმენტ Gუიდელინეს, წარდგენილია შტატე ოფ ჩოლორადო, Dეპარტმენტ ოფ Lაბორ ანდ Eმპლოყმენტ.
აგრეთვე დაფუძნებული და წარმოდგენილია, როგორც თჰორაციც Oუტლეტ შყნდრომე - Mედიცალ Dისაბილიტყ Gუიდელინეს-ის მიერ 2012 წელს.

4. პროტოკოლის მიზანია გულმეკრდის გამოსვლის სინდრომის მართვის ხარისხის გაუმჯობესება, პაციენტის ცხოვრების გაუმჯობესება და ინვალიდიზაციის შემცირება

5. პროტოკოლის რეკომენდაციები შეეხება 10-დან 50 წლამდე ასაკის პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ფორმის გულმკერდის გამოსვლის სინდრომი (გ.გ.ს.)

6. პროტოკოლი განკუთვნილია ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის სპეციალიზირებულ დაწესებულებისათვის, ხოლო ზოგადი პრაქტიკისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ამ პროტოკოლის სახით ეძლევათ საშუალება იცოდნენ დაავადების პირველადი დიაგნოსტიკა, რათა მისცენ პაციენტს სწორი მიმართულება დაავადების შემდგომი დიაგნოზისა და ადეკვატური მკურნალობის მიზნით სპეციალიზირებულ დაწესებულებაში.

7. პროტოკოლის გამოყენება უნდა მოხდეს სპეციალიზებული დაწესებულების ქვეგანაყოფში (ამბულატორია, მიმღები, საოპერაციო, პალატა).

8. რეკომენდაციები: გულმკერდის გამოსვლის სინდრომი - ზემო კიდურების არტერიული და ვენური უკმარისობა, ვერტებრა-ბაზილარული უკმარისობა, ზემო კიდურების ნევროლოგიური (სენსორულ-მოტორული) დარღვევები.

8.1 დეფინიცია:
გულმკერდის გამოსვლის სინდრომი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ნეიროვასკულური სიმპტომებით, ვასკულური სიმპტომები შეიძლება გამოხატავდნენ როგორც არტერიულ, ასევე ვენურ უკმარისობას. დაავადება ხშირად აზიანებს ზემო კიდურებს; ტკივილი, როგორც ხშირი სიმპტომი, შეიძლება ლოკალიზებდეს კისერში, მხრებში, თავში და გულმკერდის ზედა ნაწილში, ამ მულტისიმპტომური და პოლიმორფული დაავადების დეფინიცია ყოველთვის იოლი ამოცანა არ არის, დაავადება უმეტეს შემთხვევაში ორმხრივია.