საძილე არტერიების ანევრიზმები

1. პროტოკოლის დასახელება
საძილე არტერიების ანევრიზმების მკურნალობა
2. პროტოკოლით მოცული კლინიკური მდგომრეობები და ჩარევები
საძილე არტერიების ანევრიზმების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 

 

დასახელება

კოდი

1

კლინიკური მდგომარეობის დასახელება

 

საძილე ანევრიზმების არტერიები

 

 

 

I72.0

 

2

ჩარევის დასახელება

PASB20

PASB21

PASB22

PASG20

PASG21

 

3

ლაბორატორიული მომსახურების დასახელება

კოდი მოქმედი კლასიფიკაციის მიხედვით

 

3. პროტოკოლი დაფუძნებულია სამედიცინო სპეციალისტების ევროპული გაერთიანების (UEMS - Union Européenne des Médecins Spécialistes) და ევროპის სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის მიერ (ESVS) 2007  წელს გამოცემული სახელმძღვანელოზე – 

  1. Vascular Surgery (c.d. Liapis, K. Balzek,, F. Beneditti-Valentini, J, Fernendes e Fernandes)


4. პროტოკოლის მიზანია საძილე არტერიების ანევრიზმებისა და მათი გართულებების პრევენცია და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლისაგან დაცვა
5. პროტოკოლის რეკომენდაციები შეეხება ახალგაზრდა, მოზრდილ და ხანშიშესული ასაკის პაციენტებს რომელთაც აქვთ სხვადასხვა მიზეზით ჩამოყალიბებული ექსტრაკრანიალური საძილე არტერიების ანევრიზმები.
6. პროტოკოლი განკუთვნილია ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგებისთვის, ხოლო ზოგადი პრაქტიკისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ამ პროტოკოლის სახით ეძლევათ საშუალება იცოდნენ დაავადების დიაგნოსტიკა, პირველადი დახმარების გაწევა
7. პროტოკოლის გამოყენება უნდა მოხდეს სპეციალიზებული დაწესებულების ქვეგანყოფილებაში (ამბულატორია, მიმღები, საოპერაციო, პალატა)