წესდება

 

7.10. სისხლძარღვოვანი დაავადებების სტანდარტიზაციის, ნომენკლატურის და სტატისტიკის კომისია:
- კომისია შედგება ასოციაციის პრეზიდენტისაგან, კომისიის თავჯდომარისაგან, ასოციაციის მდივნისაგან, 3 ნამდვილი და 1 უმცროსი წევრისაგან.
7.11. კომისია:
- ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სისხლძარღვოვანი დაავადებების ნომენკლატურის და კლასიფიკაციის,

13.

აგრეთვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების სტანდარტიზაციას, ქვეყანაში ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დარგში ერთიანი სტატისტიკის შესაქმნელად. მიღებულ შედეგებს წარადგენს ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე;
- ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე დამტკიცებულ სისხლძარღვოვანი დაავადებების ნომენკლატურას, რეკომენდაციის სახით წარადგენს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში. ადგენს შეთანხმებითი ხასიათის (კონსესუს) დოკუმენტებს მომიჯნავე სპეციალობების ასოციაციებთან;
- ატარებს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დარგში, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი ორიგინალური მეთოდების ექსპერტიზას და აძლევს შესაბამის დასკვნებს, რომელიც სავალდებულოა ასოციაციის წევრებისათვის;
- აძლევს რეკომენდაციებს და დასკვნებს, სათანადო კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგების შეფასების შემდეგ, საქართველოს ფარმაკოლოგიურ კომიტეტს ახალი სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენების შესახებ ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიაში.
7.11.1. კომისიის თავჯდომარის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
7.11.2. კომისიის შემადგენლობის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. ხელმეორედ მისი არჩევა დასაშვებია.