წესდება


7.7. კომისია:
- ორგანიზაციას უკეთებს ასოციაციის ყოველწლიურ რიგგარეშე და გამგეობის შეხვედრებს. წყვეტს ორგანიზაციულ საკითხებს სემინარების, სხდომების, ლექციების, კონფერენციების (ყრილობის) ჩასატარებლად;
- სწავლობს წევრობის კანდიდატის პიროვნებას და თავის დასკვნას წარადგენს გამგეობის, ასიციაციის მდივნის საშუალებით;
- ამყარებს კავშირებს და ახორციელებს ურთიერთობებს საქართველოს და საზღვარგარეთის სამედიცინო და სპონსორულ ორგანიზაციებთან.
7.7.1. კომისიის თავჯდომარის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
7.7.2. კომისიის შემადგენლობის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. ხელმეორედ მისი არჩევა დასაშვებია.
7.8. განათლების და მეცნიერების კომისია:
- კომისია შედგება ასოციაციის პრეზიდენტისაგან, კომისიის თავჯდომარისაგან, ასოციაციის მდივნისა და ბიულეტენის (ჟურნალის) რედაქტორისაგან, 2 ნამდვილი, 3 ასოცირებული და 2 უმცროსი წევრისაგან.
7.9. კომისია:
- ადგენს სასწავლო პროგრამებს სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისა და ექიმებისათვის, რომლებიც გადიან სპეციალიზაციას და დახელოვნებას ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში;
- ხელს უწყობს სახელმძღვანელოების, ცნობარების და სხვა სპეციალური ლიტერატურის შექმნას და გამოცემას;
- ადგენს დებულებას სალიცენზიო გამოცდების ჩატარების და სერტიფიკატის გაცემის შესახებ;
- უფლებამოსილია შეადგინოს პროგრამა და ამ პროგრამის მიხედვით ჩაატაროს გამოცდები ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში სპეციალისტების ლიცენზირების მიზნით;

- განსაზღვრავს და ადგენს კრიტერიუმებს, დებულების სახით, რომლის საფუძველზე იძლევა უფლებას სპეციალისტის გამოცდებზე დაშვების შესახებ (ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა, ასისტენცია და სხვა პირობები);
- უფლებამოსილია ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში სპეციალისტების ლიცენზირებისათვის შექმნას საგამოცდო კომისია;
- უფლებამოსილია გასცეს სერტიფიკატი ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის სპეციალობებში;
- ხელს უწყობს, კონკურსის საფუძველზე, სპეციალისტის გაგზავნას საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში სტაჟირებისა და დახელოვნებისათვის;
- განსაზღვრავს პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებს და ადგენს შესაბამის პროგრამებს ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში;
- აქვს უფლება, ხაზინადართან და საორგანოზაციო კომისიასთან შეთანხმებით, მოიძიოს ფინანსური მხარდაჭერის წყაროები, სახელმწიფო, არასამთავრობო ან კერძო პირებისაგან გარკვეული პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებების დასაფინანსებლად;
- შუამდგომლობის სახით, ხელს უწყობს ცალკეულ პირებს და სპეციალიზირებულ კლინიკებს სამეცნიერო გრანტის მიღებაში, შესაბამისი პროგრამის ექსპერტიზის შემდეგ;
- რეკომენდაციას აძლევს საქართველოს უმაღლეს საატესტაციო კომისიას ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიის სპეციალობაში, საბჭოს შემადგენლობის შესახებ;
- ამყარებს კონტაქტებს საზღვარგარეთის სამეცნიერო დაწესებულებებთან;
- ბიულეტენის (ჟურნალის) სარედაქციო საბჭოს თხოვნით ატარებს სამეცნიერო სტატიების რეცენზირებას.
7.9.1. კომისიის თავჯდომარის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
7.9.2. კომისიის შემადგენლობის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. ხელმეორედ მისი არჩევა დასაშვებია.