წესდება


- ასრულებს ასრულებს ყველა მისი თანამდეობის შესაფერის ფუნქციებს. ის ერთდროულად ასრულებს ასოციაციის და გამგეობის მდივნის ფუნქციას;
- აწარმოებს ასოციაციის და გამგეობის შეხვედრების ოქმებს და ინახავს მათ;
- ამოწმებს და ადასტურებს ყველა ოფიციალურ აქტს, რომელიც მოითხოვს კანდიდატების გაწევრიანებას;
- ატყობინებს ასოციაციაში მიღებულ წევრს მათ არჩევას;
- აწარმოებს ოფიციალურ მიმოწერას სხვადასხვა ორგანიზაციებთან;
- ინახავს და პასუხს აგებს ასოციაციის ბეჭედზე და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციაზე;
- არაუგვიანეს ოთხი თვით ადრე ატყობინებს ყველა წევრს ასოციაციის და მომავალი ყოველწლიური, აგრეთვე რიგგგარეშე შეხვედრის დროს, ადგილს და პროგრამას. რიგგგარეშე შეხვედრის დროს, ადგილი და დღის წესრიგის შეტყობინება დასაშვებია ორი კვირით ადრე;
- არის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამგეობის თანამდეობრივი წევრი.
6.19.1. ასოციაციის მდივნის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
6.20. ასოციაციის ხაზინადარი:

- ასრულებს ასრულებს ყველა მისი თანამდეობის შესაფერის ფუნქციებს;
- ღებულობს საწევრო გადასახადს და სხვა შემონარტანებს;
- იხდის ყველა გადასახადს და წარმოუდგენს ყოველწლიური ფინანსურ ანგარიშს ასოციაციას და მის გამგეობას;
- არის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამგეობის თანამდეობრივი წევრი.
6.20.1. ასოციაციის ხაზინადარის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.
6.21. ბიულეტენის (ჟურნალის) რედაქტორი:
- ნიშნავს სარედაქციო საბჭოს, რომელიც შედგება საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის, აგრეთვე მედიცინის სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებისაგან. დასაშვებია სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში საზღვარგარეთის სპეციალისტთა შეყვანა;
- სარედაქციო საბჭოსთან შეთანხმებით ბიულეტენის (ჟურნალის) გამოსაცემად დებს კონტრაქტს გამომცემლობასთან ფიქსირებული დროით;
- აქვს უფლება გაანთავისუფლოს ან შეიყვანოს სარედაქციო საბჭოში ასოციაციის ნებისმიერი წევრი (წევრობის კატეგორიისაგან დამოუკიდებლად), რომელიც მისი აზრით საჭიროა სარედაქციო საბჭოში სამუშაოდ. სარედაქციო საბჭო თავის ფუნქციებს ასრულებს 4 წლის განმავლობაში და ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს;
- სარედაქციო საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს: რედაქტორის მოადგილეს, მდივანს და სარედაქციო საბჭოს ხაზინადარს;
- არის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამგეობის თანამდეობრივი წევრი.
6.21.1. ბიულეტენის (ჟურნალის) რედაქტორის არჩევა ხდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე 4 წლით ვადით. მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევა დასაშვებია. მესამე ვადით, აღნიშნულ თანამდეობაზე, მას არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურა.

7. კომისიები

7.1. ასოციაციას აქვს უფლება შექმნას საორგანიზაციო, განათლების და მეცნიერების, სისხლძარღვოვანი დაავადებების სტანდარტიზაციის, ნომენკლატურის და სტატისტიკის კომისიები. აგრეთვე ბიულეტენის (ჟურნალის) სარედაქციო საბჭო კომისიის უფლებით და სხვა დროებითი კომისიები, რომელიც მათი აზრით სასურველია ან აუცილებელია.
7.2. თვითოეული კომისია უფლებამოსილია შექმნას თავისი მოღვაწეობის შიდა წესდება, რომელიც არ ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს და რომელსაც ამტკიცებს ასოციაციის პრეზიდენტი და გამგეობა.

7.3. დასაშვებია ასოციაციის წევრთა მუშაობა (წევრობა), ერთდროულად სხვადასხვა კომისიებში. კომისიის თავჯდომარეს არა აქვს უფლება ერთდროულად არჩეული იქნეს სხვადასხვა კომისიის ხელმძღვანელად.
7.4.თვითოეული კომისია ვალდებულია მოამზადოს თავისი მუშაობის ერთწლიანი პროგრამა და წარადგინოს ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე დასამტკიცებლად.
7.5. კომისია ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის, გამგეობის, ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრის წინაშე და ახსენებს მათ თავისი ყოველწლიურ მუშაობის ანგარიშს.
7.6. საორგანიზაციო კომისია:
- საორგანიზაციო კომისია შედგება ასოციაციის პრეზიდენტისაგან, კომისიის თავჯდომარისაგან, მდივნისაგან, ხაზინადარისაგან, 2 ნამდვილი, 2 ასოცირებული და 1 უმცროსი წევრისაგან.