წესდება


- გამონაკლის შემთხვევაში, სხდომის მოწვევის გარეშე, პრეზიდენტის მოთხოვნით გამგეობამ შეიძლება მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ განსახილველ საკითხზე მიღებულია წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრთა უმრავლესობის მიერ;
- დაგეგმილი ღონისძიების შესასრულებლად საჭიროა გამგეობის წევრთა უმრავლესობის დადებითი გადაწყვეტილება. ხმის მიცემის დროს აუცილებელია გამგეობის წევრთა ქვორუმი, რომელიც შეადგენს არანანაკლებ მის წევრთა ნახევარს.
6.16. გამგეობას არა აქვს უფლება:
- შეიტანოს ცვლილებები წესდებაში;
- შეცვალოს საწევრო გადასახადის ოდენობა;
- გარიცხოს წევრობიდან და შეცვალოს ასოციაციის წევრის სტატუსი.
6.17. არჩევნები
ასოციაციის პრეზიდენტი ირჩევა 2 წლის, ხოლო მდივანი, ხაზინადარი, ბიულეტენის (ჟურნალის) რედაქტორი და გამგეობის სხვა წევრები 4 წლის ვადით. მათი არჩევა მეორე ვადით დასაშვებია. მესამე ვადით მათი არჩევა არ ხდება. კანდიდატები ხელმძღვანელ თანამდეობაზე წარმოადგენენ ასოციაციის ნამდვილ წევრებს და თავიანთ კანდიდატურას წარადგენენ ყოველწლიურ შეხვედრამდე 2 თვით ადრე. კანდიდატების მონაცემები

წერილობითი ფორმით ეგზავნება ასოციაციის მდივანს. მათი არჩევისას საჭიროა, დამსწრე ნამდვილი და ასოცირებული წევრების ხმების უბრალო უმრავლესობა. არჩეული ხელმძღვანელები იკავებენ თავიანთ თანამდეობებს არჩევნების შემდეგ.
6.18. ასოციაციის პრეზიდენტი
- წარმოადგენს ასოციაციას სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში და ასრულებს ყველა მისი თანამდეობის შესაფერის ფუნქციებს;
- ის თავჯდომარეობს ასოციაციის შეხვედრებს, გამგეობის და კომისიების ყველა სხდომას;
- აქვს უფლება მოითხოვოს ასოციაციის რიგგარეშე შეხვედრის და გამგეობის სხდომის ჩატარება;
- ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგენს ჩატარებული მუშაობის ანგარიშს და მომდევნო ერთწლიანი მუშაობის გეგმას;
- არის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამგეობის თანამდეობრივი წევრი;
- პრეზიდენტი გადარჩევის შემდეგ რჩება გამგეობის წევრად და არჩეული პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში დროებით ასრულებს მის ფუნქციებს.
6.19. ასოციაციის მდივანი: