წესდება


6.10. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო-პრაქტიკული სესიები ყოველწლიურ შეხვედრაზე პირველ რიგში ტარდება ასოციაციის წევრებისათვის, დასაშვებია აგრეთვე მასში არაწევრების მონაწილეობა, რომლებიც გადაიხდიან სარეგისტრაციო შესატანს, რომლის ოდენობას ადგენს და აქვეყნებს გამგეობა.
6.11. ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრის მასალები ქვეყნდება ბიულეტენის სახით.
6.12. ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა:
- იღებს ასოციაციის წესდებასა და ცვლილებები შეაქვს მასში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს მარეგისტრირებელ ორგანოს.
- ირჩევს ასოციაციის გამგეობას, ამტკიცებს მისი საქმიანობის პროგრამას და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
- ირჩევს ასოციაციის პრეზიდენტს და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
- ირჩევს ასოციაციის მდივანს და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
- ირჩევს ასოციაციის ხაზინადარს და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
- ირჩევს ბიულეტენის(ჟურნალის) რედაქტორს და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
- ამტკიცებს, კომისიებს, მის შემადგენლობას და მათი საქმიანობის პროგრამას.
- ირჩევს კომისიების თავჯდომარეებს, შემადგენლობას და ისმენს მისი ყოველწლიური მუშაობის ანგარიშს.
- ამტკიცებს ასოციაციის წევრთა მიღებას, გასვლას და წევრის სტატუსის შეცვლას.
6.13. ყოველწლიურ შეხვედრებს შორის პერიოდში, ასოციაციის ხელმძღვანელ და აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა.
6.14.გამგეობა შედგება: ასოციაციის პრეზიდენტის, კომისიების თავჯდომარეების, მდივნის, ხაზინადარის, ბიულეტენის(ჟურნალის) რედაქტორისაგან, ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკების ხელმძღვანელებისაგან და საქართველოს მხარეების წარმომადგენლებისაგან (ერთი მხარე - ერთი წარმომადგენელი). ყველა ხელმძღვანელი პირი უნდა იყოს ასოციაციის ნამდვილი წევრი. გამგეობის შემადგენლობაში მოიწვევა აგრეთვე ერთი უმცროსი წევრი, რომელსაც არა აქვს ხმის უფლება.
- გამგეობის ხელმძღვანელად ითვლება ასოციაციის პრეზიდენტი, მისი

არყოფნის შემთხვევაში გადარჩეული პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი კომისიის თავჯდომარე.
6.15.ასოციაციის გამგეობა:
-მოიწვევს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრების ჩატარებას;
- ამტკიცებს პროგრამებს და ასოციაციის მუშაობის წლიურ გეგმას;
- ქმნის დროებით მოქმედ კომისიებს ცალკეული პროექტების განსახორციელებლად და ხელმძღვანელობს მათ მუშაობას;
- განსაზღვრავს მმართველობითი აპარატის სტრუქტურას და თანამშრომელთა ზღვრულ ოდენობას;
- იღებს გადაწყვეტილებას, ყოველწლიურ შეხვედრამდე, ასოციაციის ახალი წევრის მიღების და წევრობის შეჩერების შესახებ;
- კოორდინაციას უწევს ასოციაციის კომისიების საქმიანობას;
- ზრუნავს ასოციაციის ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობაზე. აგრეთვე ის ასრულებს ყველა დანარჩენ ვალდებულებებს, მითითებულ წესდებაში;
- აქვს უფლება შექმნას პრემიალური ფონდი (შესაძლებელია სახელობითი), რომლითაც შეიძლება დაჯილდოვდეს ასოციაციის წევრი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის;
- გამგეობის აუცილებელი შეხვედრები იმართება 3 თვეში ერთხელ;
- გამგეობის რიგგარეშე შეხვედრები შეიძლება მოწვეული იქნეს პრეზიდენტის ან გამგეობის რომელიმე წევრის მოთხოვნით, რის შესახებაც მისი წევრები უნდა იყვნენ გაფრთხილებული 2 კვირით ადრე;