წესდება

 

*2000 წლიდან, როდესაც საქართველოში დასრულდება სამედიცინო დარგის სპეციალისტთა ლიცენზირება, ასოციაციის ნამდვილ წევრებად, კლინიკური განხრით, მიიღებიან სპეციალისტები, რომელთაც ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიში მიღებული აქვთ შესაბამისი ლიცენზია.

5.6. ასოციაციის წევრობის მსურველმა (ნამდვილი, ასოცირებული, უმცროსი) დადგენილი ფორმის განცხადებით უნდა მიმართოს ასოციაციის მდივანს. დროებით წევრად მიღების საკითხს, ყოველწლიურ შეხვედრამდე, წყვეტს გამგეობა განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში. ასოციაციის წევრად მიღების საკითხს ამტკიცებს ყოველწლიური სეხვედრა.
5.7. ასოციაციის წევრობიდან გასვლა თავისუფალია. ასოციაციიდან გასვლის მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს ასოციაციის გამგეობას. გამგეობა ასოციაციიდან გასვლის სურვილს აკმაყოფილებს განცხადების მიღების შემდგომ გამართულ პირველსავე სხდომაზე.
5.8. ასოციაციის წევრის სტატუსის შეცვლის ან მისი ჩამორთმევის საკითხი წყდება ასოციაციის წევრთა ყოველწლიურ შეხვედრაზე. წევრის სტატუსი ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ის არ იხდის საწევრო გადასახადს 1 წლის განმავლობაში.
5.9. ასოციაციის წევრისათვის დაწესებულია ყოველთვიური (ყოველწლიური) საწევრო გადასახადი. თანხის რაოდენობა ან მისი შეცვლის საკითხი განისაზღვრება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე. ასოცირებული წევრი იხდის ნამდვილი წევრისათვის დაწესებული გადასახადის 74%-ს, ხოლო უმცროსი წევრი 25%-ს.


6. ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა

6.1. ასოციაციის უმაღლესი ორგანოა ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც იწვევს ასოციაციის გამგეობა წელიწადში ერთხელ.
6.2. დრო, ადგილი ხანგრძლიობა და პროცედურული საკითხები, რომელიც გამოიტანება ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრაზე განისაზღვრება გამგეობის მიერ ასოციაციის წესდების დებულებებისა და მუხლების მიხედვით.
6.3. ყოველწლიური ან სპეციალური რიგგარეშე შეხვედრების თარიღის შეტყობინებას უზრუნველყოფს ასოციაციის მდივანი ოთხი თვით ადრე, სადაც მითითებული იქნება სხდომის დრო და ადგილი. რიგგარეშე შეხვედრის დანიშვნის შემთხვევაში მითითებული იქნება სხდომის მიზანი.
6.4. ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა უფლებამოსილია თუ მას ესწრება ასოციაციის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. ამ საკითხების გარდა, რომელიც მითითებულია ასოციაციის წესდებაში და მის მუხლებში, საკითხის გადაწყვეტა ხდება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმის გადაცემის უფლების მიცემა არ არის დასვებული.
6.5. რიგგარეშე ასოციაციის შეხვედრა შეიძლება მოწვეული იქნეს გამგეობისა ან ასოციაციის წერთა მეათედის მოთხოვნით და კრების დღის წესრიგის მითითებით. შეხვედრის თარიღის შეტყობინებას უზრუნველყოფს ასოციაციის მდივანი ორი კვირით ადრე.
6.6. ყოველწლიური შეხვედრაზე აუცილებელია (მიზანშეწონილია) ასოციაციის ყველა ნამდვილი წევრის დასწრება.
6.7.გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია ქვორუმი 1/3 ხმის უფლების მქონე წევრების.
6.8. თუ ყოველწლიური შეხვედრაზე არ არის ქვორუმი, მაშინ გამგეობა იწვევს სპეციალურ შეხვედრას წევრთა ქვორუმის მისაღწევად. მაგრამ თუ მეორე შეხვედრის დროს არ იქნა მიღწეული წევრთა ქვორუმი, მაშინ გამგეობას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები სხდომაზე გამოტანილ სადისკუსიო საკითხებში.
6.9. ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრაზე მისი წევრები (ნამდვილი, ასოცირებული, უმცროსი) ვალდებული არიან შეიტანონ, გამგეობის მიერ დამტკიცებული, სარეგისტრაციო შესატანი.