წესდება


5. ასოციაციის წევრობა

5.1. ასოციაციას გააჩნია წევრობის 4 კატეგორია:
- საპატიო წევრი
- ნამდვილი წევრი
- ასოცირებული წევრი
- უმცროსი წევრი
5.2.ასოციაციის საპატიო წევრი შეიძლება გახდეს საზღვარგარეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული მიღწევები ან დამსახურება ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიაში როგორც მეცნიერულ ასევე პრაქტიკულ საქმიანობაში და გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში აღნიშნული დარგის განვითარების საქმეში. საპატიო წევრად მიღება წყდება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე. პრეზიდენტის ან გამგეობის წარდგინების შემდეგ. საპატიო წევრი განთავისუფლებულია საწევრო გადასახადიდან.
საპატიო წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე.

5.3. ასოციაციის ნამდვილი წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვა კლინიკური ან მეცნიერული მუშაობის, არანაკლებ 5 წლის გამოცდილება*, სცნობს და იცავს ასოციაციის წესდების მოთხოვნებს, იზიარებს მის მიზნებს, მონაწილეობას ღებულობს ასოციაციის მოღვაწეობის სხვადასხვა მიმართულებაში და იხდის საწევრო გადასახადს.
- უფლება აქვს თანასწორ საფუძველზე მონაწილეობდეს ასოციაციის მუშაობაში; აირჩიოს და არჩეული იქნეს ასოციაციის გამგეობაში და კომისიებში; მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან მათი და ასოციაციის საქმიანობის შესახებ, მათ შორის ფინანსური ანგარიში; ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით ასოციაციის მიზნების შესაბამისად; მიმართოს ასოციაციას პროფესიული და იურიდიული დახმარებისათვის.

5.4. ასოციაციის ასოცირებული წევრი შეიძლება გახდეს სამედიცინო და საბუნებისმეტყველო დარგების სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ ინტერესი კლინიკურ და ექსპერიმენტულ ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში ან მომიჯნავე სპეციალობებში. სცნობს და იცავს ასოციაციის წესდების მოთხოვნებს, იზიარებს მის მიზნებს და იხდის საწევრო გადასახადს.
- უფლება აქვს მონაწილეობდეს ყოველწლიურ შეხვედრებში, კონფერენციებში, სემინარებში; მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების არჩევნებში და არჩეული იქნეს კომისიებში; მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან მათი და ასოცოაციის საქმიანობის შესახებ, მათ შორის ფინანსური ანგარიში; ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით ასოციაციის მიზნების შესაბამისად; მიმართოს ასოციაციას იურიდიული დახმარებისათვის.

5.5. ასოციაციის უმცროსი წევრი შეიძლება გახდეს ექიმი, რომელიც გადის სპეციალიზაციას ან სტაჟირებას აღნიშნულ დარგში და სტუდენტი, რომელსაც გააჩნია ინტერესი კლინიკურ და ექსპერიმენტულ ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში, სცნობენ და იცავენ ასოციაციის წესდების მოთხოვნებს, იზიარებენ მის მიზნებს.
- უფლება აქვს არჩეული იქნეს ასოციაციის კომისიებში; მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ; ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით ასოციაციის მიზნების შესაბამისად; მიმართოს ასოციაციას პროფესიული იურიდიული დახმარებისათვის.