წესდება


3.ასოციაციის მიზნები
3.1. ასოციაციის მიზნებია:
ხელი შეუწყოს საქართველოში ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დარგში სამედიცინო მეცნიერების და პრაქტიკული მიღწევების დანერგვას და განვითარებას.
- ხელი შეუწყოს განათლების მიღებას და სპეციალისტთა დახელოვნებას ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიაში;
- ხელი შეუწყოს გამოკვლევებს სისხლძარღვოვანი ფიზიოლოგიის, პათოლოგიის, ბიოლოგიის დაავადებათა მკურნალობის სფეროში და მიღებული შედეგების გავრცელებას.
- განახორციელოს სისხლძარღვოვანი დაავადებების კლასიფიკაციის და ნომენკლატურის, აგრეთვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ძირითადი მეთოდების სტანდარტიზაცია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ქვეყანაში სისხლძარღვოვანი დაავადებების ერთიანი სტატისტიკის შესაქმნელად.
- ხელი შეუწყოს ქართული ანგიოლოგიური ტერმინოლოგიის დამუშავებასა და დახვეწას. აწარმოოს სამეცნიერო და პრაქტიკული შეხვედრების, სხდომების, ლექციების, სემინარების, კონფერენციების და ყრილობების ჩატარება.
- დააფუძნოს და გაუწიოს სუბსიდირება ასოცოაციის პერიოდული ბიულეტენის (ჟურნალის) გამოცემას სამეცნიერო და პრაქტიკული შრომების პუბლიკაციისათვის.
- განახორციელოს სამეცნიერო და პრაქტიკული აგრეთვე ორგანიზაციული ხასიათის ურთიერთობები საქართველოს სამედიცინო და საზღვარგარეთის ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის სათავო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან.

4.ასოციაციის საქმიანობის ფორმები
4.1. თავის მიზნების შესასრულებლად ასოციაცია:
-წელიწადში ერთხელ აწყობს აუცილებელ შეხვედრას ჩატარებული მუშაობის, სამეცნიერო მოხ¬სე¬ნებების და შემდგომი ერთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ;
-ქმნის კომისიებს, რომლებიც ახორციელებენ სა¬განმათლებო, სამეცნიერო, პრაქტიკულ და ორგა¬ნიზაციულ სფეროებში შესაბამის პროგრამებს და იძლე¬ვიან რეკომენდაციებს ანგიოლოგიისა და სისხლ-ძარღვთა ქირურგიის განვითარებისათვის;
- იძლევა კონსულტაციებს, რეკომენდაციებს და საექსპერტო დასკვნებს, საქართველოს ხელი¬სუფ¬ლე¬ბის ორგანოებისათვის ანგიოლოგიისა და სისხლ¬ძარღვ¬თა ქირურგიის დარგში.
- აწარმოებს და ხელს უწყობს ასოციაციაში ფი¬ნანსური სახსრების მოზიდვას; საწევრო ანარიცხებით, გრანტებით, აგრეთვე სამთავრობო და არასამ¬თავ¬რობო ორგანიზაციებიდან და კერძო პირებიდან შემოწირულობების სახით, იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაციის ქონება და ფინანსები არ იქნება გამოყენებული შემოსავლის წყაროთ მისი წევრები¬სათვის. ამასთან ერთად ასოციაცია უფლებამოსილია აანაზღაუროს თავის წევრების და მოწვეული პიროვ¬ნებების ხარჯები, რომელიც მიმართულია ასოციაციის მოღვაწეობის მხარდასაჭერად. აქვს სა¬მე¬წარმეო საქმიანობის უფლება, რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს, ემსახურება ასოციაციის საწეს¬დებო მოღვაწეობას და არ ცვლის მის არაკომერციული პირის ხასიათს. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ასოციალ¬ციის წევრებს შორის დაუშვებელია.
- ეწევა კანონით ნებადართულ საქმიანობას.