წესდება


8.შესასვლელი და საწევრო გადასახადები

8.1. ასოციაციის საპატიო წევრები განთავისუფლებულები არიან შესასვლელი და საწევრო გადასახადისაგან.
8.2. ასოციაციის ყველა კატეგორიის წევრისათვის (წევრობის კატეგორიის მიხედვით) დაწესებულია შესასვლელი და ყოველთვიური (ყოველწლიური) საწევრო გადასახადი, რომელსაც აწესებს გამგეობა ასოციაცთან შეთანხმების შემდეგ. ასოცირებული წევრი იხდის ნამდვილი წევრისათვის დაწესებული გადასახადის 74%-ს, ხოლო უმცროსი წევრი 25%-ს.
გადასახადში შედის წლიური ხელმოწერა ასოციაციის ბიულეტენზე (ჟურნალზე)
8.3. ანგარიში საწევრო გადასახადზე ბიულეტენის (ჟურნალის) ხელმოწერაზე, ეგზავნებათ წევრებს, ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ, ფოსტით ხაზინადარის მიერ.

9.ფინანსები

9.1.ასოციაციის ფინანსური მდგომარეობა ემყარება ნამდვილი, ასოცირებული და უმცროსი წევრების ყოველთვიური (ყოველწლიური) საწევრო შენატანს, აგრეთვე

იმ თანხებს, რომლებიც შეიძლება შემოვიდეს შემოწირულობების სახით, როგორც
სამთავრობო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და კერძო პირების მიერ. აგრეთვე იმ შემოსავლიდან, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ასოციაციის სამეწარმეო საქმიანობიდან, რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს და ემსახურება ასოციაციის საწესდებო მოღვაწეობას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის განაწილება ასოციაციის წევრებს შორის დაუშვებელია.
9.2. ასოციაციის ფინანსური ოპერაციების კანონიერების საკითხს აკონტროლებს ასოციაციის ხაზინადარი (იხ.მუხლი 5.24.)
9.3. გამგეობას აქვს უფლება დანიშნოს არაუმეტეს 2 წევრისა, რომლებიც ხაზინადარტან ერტად ახორციელებენ ასოციაციის ფინანსებისა და ქონების კონტროლს.
9.4. მოგება მიღებული ბიულეტენის (ჟურნალის) გავრცელებიდან ნაწილდება ასოციაციასა და გამომცემლობას შორის კონტრაქტის შესაბამისად.
9.5. ასოციაცია ვალდებულია დაიცვას ყველა წევრი, ხელმძღვანელი და სხვა ასოციაციაში მომუშავე პერსონალი იმ ხარჯებისაგან, რომელსაც გასწევენ ისინი ასოციაციის საქმიანობისათვის. ხარჯები, რომლების დაკავშირებულია სამდივნოს მოღვაწეობასთან, ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებასთან და ჩატარებასთან, განიხილება ხაზინადართან ერთად, გამგეობის თანხმობით. ეს ხარჯები უნდა იყოს შესული ცნობაში, რომელიც წარედგინება ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე.
9.6.იმ შემთხვევაში თუ ფინანსური წლის ბოლოს არის ასოციაციის ფონდების დეფიციტი, გამგეობა აგზავნის შეტყობინებას და სთავაზობს ასოციაციის წევრებს შეიტანონ გარკვეული თანხა, რათა ლიკვიდირებული იქნეს დეფიციტი ერთი ფინანსური წლიდან მეორეზე გადასვლის დროს.

10. ასოციაციის წესდების შეცვლა და ლიკვიდაცია