წესდება

 

 

“საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის” წ ე ს დ ე ბ ა.

თბილისი 1998

1. ზოგადი დებულებები
1.1. საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია (შემდგომში ასოციაცია) არის საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, არასამთავრობო, სამედიცინო გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს “სამოქალაქო კოდექსის“ საქართველოს კანონის, მომქმედი კანონმდებლობის, ევროპის სამედიცინო სპეციალისტთა კომიტეტის (UEMS) სტანდარტებით და ნორმატივებით და ამ წესდების შესაბამისად.
1.2. ასოციაცია არის იურიდიული პირი მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან, ასოციაცია ფლობს განკერძოებულ ქონებას, უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს ხელშეკრულებები, იქონიოს უფლებები და იკისროს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ სასამართლოში. ასოციაციას აქვს შტამპი, ემბლემა, წევრობის სერტიფიკატი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ასოციაცია ხსნის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს (მათ შორის სავალუტოს), როგორც საქართველოს ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში.
1.3. ასოციაცია თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
1.4. ასოციაციის ოფიციალური ენა-ქართული, საერთაშორისო ურთიერთობისათვის სამუშაო ენა - ინგლისური, რუსული.
1.5. ასოციაციის ადგილსამყოფელი - საქართველო, ქ.თბილისი, 0159, კ.ჩაჩავას ქ.1. (პროფ.ნ.კახიანის სახ.საგხაო კლინიკური საავადმყოფო) ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი.